blogi3

ოთხი წლის წინ ვხელმძღვანელობდი ადამიანთა მცირე ჯგუფს მდინარის ხეობის ფერდობზე ჩრდილოეთ კაროლინაში. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი გზა პლატოზე, რომლიც ზემოდან დაჰყურებდა მდ.იუბაზე 70 წლის წინ  აგებულ 240 ფუტის სიმაღლის ინგლბრაითის კაშხალს, რომელიც წარმოადგენს  ბარიერს სან-ფრანცისკოს ყურისა და მდინარის დელტაში მობინადრე  ორაგულისთვის.

ჩვენ დავყურებდით კაშხალს, განვიხილავდით მის ისტორიას, მის ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე და ვმსჯელობდით იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც აუცილებელი იყო აღნიშნული კაშხლის დემონტაჟის დასაწყებად. საუბარი ჩვენს ჯგუფში ყველაზე უხუცესმა აივონ ჩოუინარდსმა, თავგადაგკლულმა მეთევზემ  წამოიწყო, რომელსაც გაცილებით მეტი დრო აქვს გატარებული მდინარეებზე, ვიდრე მე ამას ოდესმე შევძლებ. მართალია ჩანაწერები არ გამიკეთებია, მაგრამ გზავნილი დაახლოებით ასე ჟღერდა:“სათანადოდ შეაფასეთ მდინარეთა რეგენერაციის უნარი, ვინაიდან საბოლოო ჯამში მათ წინ ვერც ბეტონის და ვერც რკინის კაშხალი ვერ დაუდგება.“

მდინარის დამცველთა ეს მცირე ჯგუფი კარგად იყო ინფორმირებული აშშ-ში მიმდინარე ტენდენციებზე – 700-მდე კაშხალი იქნა აღებული უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, მათ შორის ზოგიერთი უმსხვილესი. მაგრამ ამბავი მდინარეთა აღორძინების შესახებ, საჭიროებდა  ფილმს, რომელიც ასახავდა იმ გარდაქმნებს, რაც კაშხლების დემონტაჟმა შეიძლება მოიტანოს.

2014 წლის დასაწყისში აშშ-ში გაიმართა ფილმის „DamNation“ პრემიერა, რომელიც  დაიბადა  მდინარე იუბაზე 4 წლის წინ. ფილმმა დაიმსახურა მაყურებელთა უდიდესი სიმპათია სამხრეთდასავლეთის (SXSW) კინოფესტივალზე. და მართალია ფილმი „კაშხლების ნაცია“ გვიყვება კაშხლების დემონტაჟზე აშშ-ში, კაშხლების დემონტაჟი ასევე დაწყებულია ესპანეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში, რათა აღდგეს  მდინარეები და მათი კავშირი ადგილობრივ თემებთან.   

თუმცა მაშინ, როცა მთელ რიგ ქვეყნებში დიდი კაშხლების დემონტაჟის აქტიური პროცესი მიმდინარეობს, უამრავ ქვეყანას განსხვავებული კურსი აქვს აღებული და დესტრუქციული კაშხლებისთვის ინვესტიციების მოზიდვით არიან დაკავებულნი. ფილმში „DamNation“ წამოჭრილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

 უპირველესად, აუცილებელია  იმის გააზრება, რომ ყველა კაშხალს აქვს განსაზღვრული სიცოცხლის ციკლი და დროთა განმავლობაში მათი ღირებულება მცირდება. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით აშენდა კაშხალი, ელექტროენერგიის საწარმოებლად, საირიგაციოდ თუ წყალდიდობის მართვის გეგმის ფარგლებში, სედიმენტაცია, აორთქლება და ნალექების ცვალებადობა ის ფაქტორებია, რომელიც ამცირებს კაშხლების უნარს, იმუშაონ საპროექტოდ განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად. დროთა განმავლობაში კაშხლების შენახვაზე დახარჯულმა თანხებმა შესაძლოა  მათ ეკონომიკურ სარგებელს გადააჭარბონ.           

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია, საზოგადოებაში ღირებულებებისა და პრიორიტეტების ცვლილებასთან, რამაც შესაძლოა კაშხლები მეორეხარისხოვნად აქციოს. მარტო 2013 წელს 50 კაშხლის დემონტაჟი განხორციელდა. აშშ-ში კაშხლების დემონტაჟის შესახებ მიღებული ბევრი გადაწყვეტილება, განპირობებულია ახალი რეალობით: აღდგენილი მეთევზეობებისა და რეკრეაციისგან მიღებული სარგებელი და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და მისწრაფებების დაცულობა ეს ისეთი ფაქტორებია, რომელსაც ძველი კაშხლები და მათგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი კონკურენციას უბრალოდ ვერ უწევს.

და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინაც კი, როდესაც არსებობს შეთანხმება კაშხლის დემონტაჟის შესახებ, მისი უსაფრთხო და ეფექტური დემონტაჟი საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა.

სამოცდაათი წლის წინ, როდესაც მოპოვებითი მრეწველობის ინტერესებმა განაპირობა მდ. იუბაზე ფედერალური კაშხლის მშენებლობა, არავის გაუთვლია მისი დემონტაჟის ხარჯები. ჩვენს რეალობაში, იმ პირობებშიც კი,  როცა ათასობით კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში,  პასუხგაუცემელი რჩება რამოდენიმე შეკითხვა:

- იღებს თუ არა ჰესის მფლობელი საკუთარ თავზე კაშხლის დემონტაჟის ხარჯებს, მისი სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ?

- და თუ კაშხლებთან დაკავშირებული ყველა სასიცოცხლო ხარჯი  გათვალისწინებული იქნება პროექტის დანახარჯებისა და ხარჯების ანალიზში, რამდენი ახალი კაშხალი დარჩება ეკონომიკურად მომგებიანი?

დღესდღეისობით, მსოფლიოში სწორედ უცხოური კორპორაციები იგებენ ტენდერებს და აშენებენ ჰიდროელექტროსადგურებს. ეს კაშხლები ბენეფიციარი ქვეყნის „განვითარების“ სლოგანით, როგორც წესი ფინანსდება სახელმწიფოთაშორისო ფონდებიდან/ბანკებიდან. კაშხლის ფუნქციონირების დაწყებიდან 20-30 წლის შემდეგ კი, ანუ მას შემდეგ რაც კომპანიამ მიიღო გარკვეული სარგებელი ელექტროენერგიის გაყიდვით, კომპანია კაშხალს უკან უბრუნებს სახელმწიფოს. კომპანიის ეს ქმედება კი შერაცხულია როგორც ქვეყნისთვის გაკეთებული „საჩუქარი“. თუმცა როგორც აშშ-ს გამოცდილებიდან ირკვევა, აღნიშნული „საჩუქარი“ წარმოადგენს კომპანიის მხრიდან ზედმეტი ვალდებულებებისაგან თავის დაძვრენის საშუალებას, რაც რათქმაუნდა განპირობებულია კაშხლების დემონტაჟისთვის განკუთვნილი დანახარჯების თავის არიდების მიზნით.

მართალია, ფილმში ისტორია აშშ-ში ვითარდება, თუმცა ფილმში დასმული საკითხები და გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის – უღირთ კი ქვეყნებს ინვესტირება ისეთ ინფრასტრუქტურაში რომლის მშენებლობა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე  დაუყოვნებელი უარყოფითი ზემოქმედებით ხასიათდება, საბოლოო ჯამში კი რჩება კიდევ ერთი უსარგებლო კაშხალი? თუ ურჩევნიათ, შეიმუშავონ ისეთი ახალი მდგრადი განვითარების მოდელი, რომელიც არ მიაყენებს ზიანს მდინარეებს, არ შელახავს მათზე დამოკიდებული ადამიანების უფლებებს და გამოიყენებს გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ მოდელს, ყველა ჩვენთაგანის საერთო მომავლისთვის.

ფოტოს ავტორი - International Rivers Network