DSC08691პროექტი გულისხმობს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული გზის მოდერნიზაციას. პროექტი დაყოფილია 3 ქვეპროექტად: პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2 ზოლიანი საავტომობილო გზის  გაფართოებას 6 ზოლიანად. მოცემული ქვე მონაკვეთის სიგანეა 3.9 კმ.  მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია. მესამე ქვეპროექტი კი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის 2 ზოლიანი საავტომობილო გზის გაფართოებას 4 ზოლიანად.

პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკი.