საქართველო როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) 200 გლობალური ეკორეგიონის შემადგენლობაში. ამასთანავე, საქართველოს ბიომრავალფეროვნებას დეგრადაციისა და გადადგურების საფრთხე ემუქრება, რის გამოც ის შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილში. ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედ ძირითად საფრთხეებს, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც წარმოადგენენ ჰაბიტატების დეგრადაცია/განადგურება, ჭარბი მოპოვება, უცხო სახეობების გავრცელება და გარემოს დაბინძურება.06-

საქართველოში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას ხელი შეუწყო მაკონტროლებელი უწყებების შესუსტება/გაუქმებამ, კორუფციამ, მოსახლეობის სიღარიბემ, კანონის აღსრულების დაბალმა დონემ. ხშირად, ყველა ეს მიზეზი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთან. ამას შედეგად მოჰყვა ფართომასშტაბიანი ბრაკონიერობა, ეკოსისტემების განადგურება (განსაკუთებით ტყიანი ეკოსისტემების), ველური ფლორითა და ფაუნით არალეგალური ვაჭრობა, ბიომრავალფეროვნების გამორჩეულ ადგილებში ინდუსტრიული პროექტების განხორციელება.

მწვანე ალტერნატივა ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას სამართლებრივი უზრუნველყოფით, დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოებით, დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებითა და თანამონაწილეობის ხელშეწყობით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად რეკომენდაციების მომზადების გზით.

JIXVIბიომრავალფეროვნების პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: სატყეო სექტორი, ველური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით ვაჭრობა, ბიოუსაფრთხოება, დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა