2000 წლიდან მწვანე ალტერნატივა არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის წევრი. ქსელის მისიაა, ხელი შეუწყოს,  განვითარების მიზნით გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური სახსრებით განხორციელებული ქმედებების  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციას, ალტერნატივების წარმოჩენასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროექტებს ,  მათი შესაბამისობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების  პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებთან, სწავლობს პროექტის ზეგავლენას ადგილობრივ მოსახლეობასა და  გარემოზე.ს აერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული განვითარების პროექტები  ხშირად გარემოსდაცვითი ხასიათის საფრთხეებთან ერთად საფრთხეს უქმნის ადამიანის, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ, უფლებებს.  

მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით, ჩვენ ვცდილობთ ვუზრუნველყოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობა. მაგ. რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტრადიციული ენერგოპროექტები, რომელთა განხორციელება იწვევს გარემოს დეგრადაციას, კლიმატის ცვლილებას და მოსახლეობაში სიღარიბის ზრდას,  ჩავანაცვლოთ უფრო სუფთა ტექნოლოგიებით  და მდგრადი  პროექტებით, როგორიცაა განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტურობა.