kintrishi

საქართველოში ენერგეტიკის განვითარებაზე საუბრისას, ძირითადად ლაპარაკია სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების მიერ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე ტრადიციულ ენერგოსექტორებში – დიდი ჰიდროელექტროსადგურები, გაზისა და ქვანახშირის თბოელექტროსადგურები, გამოითქმება იმედები ატომური სადგურის მშენებლობაზეც კი, ხოლო იმ ადამიანთა მიმართ ვინც აპროტესტებს ენერგეტიკის ამგვარ განვითარებას  ხშირად გაიგონებთ მსგავს გამონათქვამებს – „დავრჩებით უდენოდ ამათი გადამკიდე“, „ამ გარემოსდამცველებს ხომ არაფერი მოსწონთ“, „ყველაფერი გამოყოფს ნახშირორჟანგს“, „ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური და ყველანი დავისვენებთ“, „მზე ძვირია და არა გვაქვს საკმარისი“. 

თანამედროვე ქართული ენერგომითოლოგია ასევე ხშირად გვახსენებს, რომ 1993 -1995 წლებში ენერგოკრიზისი არ გვექნებოდა ხუდონჰესის მშენებლობა რომ არ შეწყვეტილიყო და ამ ფაქტს გარემოსდამცველებს აბრალებენ. საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ ხუდონჰესის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო და 1989 წელს შეჩერდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით ეროვნული მოძრაობის, მწვანეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მეცადინეობით, ჰესის დაფინანსება  საბჭოთა კავშირის ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდიოდა[1] და შესაბამისად საბჭოთა კავშირის დაშლა (1991 წ)  მის მშენებლობას ასევე შეაჩერებდა. იხილეთ ვრცლად