ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური ერთ–ერთია იმ 35 ელექტროსადგურს შორის, რომლის მშენებლობაც დაგეგმილია ზემო სვანეთში (საქართველო). სვანეთი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონია. ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად კავკასიონის ეს ულამაზესი რეგიონი, გამოირჩევა უნიკალურ ლანდშაფტ შერწყმული შუა საუკუნეების სოფლებითა და საცხოვრებელი კოშკებით. რეგიონი დასახლებულია სვანებით, რომლებიც ქართველური ჯგუფის (იბერიულ-კავკასიური ოჯახი) წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათი ცხოვრების წესი მკვეთრად განსხვავდება სხვა ქართული ჯგუფებისგან. მათ გააჩნიათ თავისი ენა, საკუთარი არქიტექტურული სტილი, უძველესი წარმართულ და ქრისტიანულ რელიგიებს შორის შერწყმული 

 

პროექტს განახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water, BOT (ააშენე, ამუშავე, გადაეცი) სქემით. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების პროექტების გან­ ხორციელების არსებული პრაქტიკის შესაბამისად 2015 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ნენსკრას განხორციელების ხელ­ შეკრულება კონფიდენციალურია, მრავალი დეტალი, მათ შორის მიწის კომპენსაციისა და ტარიფებთან დაკავშირებული სა­ კითხები უცნობია. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. პროექტის დამფინანსებელთა შორის მოიაზრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ერგბ), აზიის განვითარების ბანკი (აგბ), ევროპული საინ­ ვესტიციო ბანკი (ესბ) და კორეული განვითარების ბანკი. მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოების განხოცილებისთვის შეირჩა იტალიური ინდუსტრიული ჯგუფი "Salini Impregilo".