BP

დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოებას. თავდაპირველად, პროექტზე ნებართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2013 წლის 28 ივნისს გაიცა. გათვალისწინებით იმისა, რომ პროექტში შევიდა გარკვეული სახის ტექნიკური ცვლილებები, კომპანიამ ხელმეორედ მოამზადა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.  

ცვლილებები ითვალისწინებს მილსადენის დიამეტრის 56 დიუმიდან 48 დიუმამდე შემცირებას, დამატებით 5,3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას მილსადენის 57–ე კილომეტრ ნიშნულიდან 62.3 კილომეტრ ნიშნულამდე და 2.5 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას საქართველო თურქეთის – საზღვრამდე. ცვლილებების მიზანია არსებული გაზსადენის გამტარიანობის გაზრდა, რათა შესაძლებელი გახდეს დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება, კასპის ზღვის, თურქეთისა და ევროპის ბაზრების მიმართულებით.

პროექტის განმახორციელებელია სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის კომპანია “SCPC”. ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით, მომზადებულია საკონსულტაციო ჯგუფის „RSK Envirinment Limited – ის (RSK)“ მიერ, კომპანიებთან – „ძელქვა“ და ACT Research ერთად.  

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტი, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატება, ანგარიშის პროექტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების  შეფასების ანგარიშის თაობაზე - 5 თებერვალი, 2015 წ. 

მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტი, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამატება, ანგარიშის პროექტი საჯარო განხილვისთვის - 11 ივნისი, 2014 წ.