DSC_0379

2004 წლიდან ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებულმა სხვადასხვა ღონისძიებებმა, მათ შორის, არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების რეაბილიტაციამ, გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტების პრივატიზაციამ, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, აგრეთვე, გარკვეულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო ელექტროენერგიისა და გაზის უფრო სტაბილურად მიწოდებას მოსახლეობისა და წარმოებისთვის. გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებამ 2004 წლიდან (საქართველო იღებს გაზს ირანიდან და აზერბაიჯანიდან, მაშინ როდესაც ადრე მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთზე) გაზარდა ენერგო-მიწოდების უსაფრთხოება, თუმცა პრობლემურია ენერგეტიკული სისტემის მდგრადობა. ეს გულისხმობს არამარტო მიწოდების უსაფრთხოებას, არამედ გარემოსდაცვითი სტანდარტების ინტეგრირებას, როგორც ენერგიის გამომუშავებისას, ისე მისი მოხმარებისას; აგრეთვე, კონკურენტუნარიანი სისტემების განვითარებას მომხმარებელისთვის ენერგიის ხელმისაწვდომ ფასად მიწოდების მიზნით. იხილეთ ვრცლად