პიტერ_ბოსჰარდი

ნორვეგია წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას მსოფლიოში. ნორვეგიული კომპანიები მთელ მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, მათ შორის ისეთ პრობლემური პროექტებისაც, როგორიცაა თეუნ ჰინბუნის კაშხალი (Theun Hinboun Dam) ლაოსში. ნორვეგიის განვითარების დახმარება აქტიურად უჭერს მხარს ჰიდროენერგეტიკული სექტორის განვითარებას. ხოლო ნორვეგიის სახელმწიფო ჩართულია ისეთ საერთაშორისო ინიციატივებში როგორიცაა Energy Plus და Hydropower Sustainability Assessment Protocol.                                    

2000 წლიდან  ნორვეგიამ განვითარების დახმარების ფონდებიდან 12 მილიარდ ნორვეგიულ კრონზე მეტი (დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯა ენერგო სექტორის განვითარების ხელშეწყობაზე. აღნიშნული დახმარება ნაწილდება შემდეგნაირად:

- გამოყოფილი დახმარების თითქმის ნახევარი მოდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო კოპანია SN Power-ის მიერ საშუალო ჰესების დაფინანსებაზე ჩილეში, ფილიპინებსა და სხვა ქვეყნებში. SN Power-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებში შედის ალან დუჰანგანის (Allain Duhangan) კაშხალიც ჩრდილოეთ ინდოეთში, რომლის მშენებლობასაც ადგილობრივი მოსახლეობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა;        

- ნორვეგიის დახმარებით ხორციელდება გადამცემი ხაზების დაგეგმვა და მშენებლობა, მათ შორის იმ პროექტისაც, რომელითაც სარავაკის ტროპიკულ ტყეებში არსებული პრობლემატური კაშხლებიდან ელექტროენერგიის ექსპორტი უნდა განახორციელოს ინდონეზიაში.

- ნორვეგია მუშაობს განვითარებადი ქვეყნების მთავრობებთან მათი შესაძლებლობების ამაღლების კუთხით, რათა განხორციელდეს რაც შეიძლება ბევრი ჰესის პროექტი და აფინანსებენ მთელი რიგი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს. მაგალითად, ნორვეგიამ დააფინანსა კვლევები ეთიოპის ხელისუფლებისთვის მდ. ლურჯ ნილოსზე ორი დიდი კაშხლის მშენებლობისთვის. 2014 წლის აპრილში აღნიშნული თანამშრომლობა შეწყდა, ვინაიდან ეთიოპიის მთავრობამ გადაწყვიტა,  რომ არ იყო საჭირო ეკონომიკურად არამომგებიანი მეგა კაშხლების აშენება.

- ნორვეგიული განვითარების დახმარების მცირე ნაწილი ხმარდება დეცენტრალიზებული განახლებადი ქარისა და მზის პროექტების მხარდაჭერას.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პერიოდულად შეაფასოს ნორვეგიის მიერ გაწეული განვითარების დახმარება ენერგო სექტორში. თუმცა მსგავსი შეფასება სამინისტროს არ გაუკეთებია წლების მანძილზე.  ამიტომაც სამინისტროსთვის სრულად მოულოდნელი იყო როდესაც სახელმწიფო აუდიტის მთავარმა ოფისმა პარლამენტს ამა წლის 25 ივნისს წარუდგინა დეტალური და საფუძვლიანი შეფასება განვითარების დახმარების ფონდების ხარჯვის შესახებ ენერგოსექტორში. 

აუდიტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში მიგნებები და დასკვნები უაღრესად კრიტიკულია. გენერალური აუდიტორის განცხადებით, „ნორვეგის განვითარების დახმარებით გამოყოფილმა თანხებმა სუფთა ენერგიის განვითარებისთვის არ  უზრუნველყო ენერგო გენერაციის შესამჩნევი ზრდა და მხოლოდ უმნიშვნელოდ შეუწყო ხელი ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ქვეყნებში სადაც განხორციელდა პროექტები“

კონკრეტულად, ანგარიშის თანახმად, ნორვეგიის მიერ გამოყოფილი დახმარება ენერგოსექტორისთვის „ძირითადად კვლავ ჰიდრორესურსების განვითარებაზეა მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს აქვთ ქარის და მზის ენერგო რესურსების საკმარისი პოტენციალი.“  ასეთი მიდგომა კი, ბენეფიციარი ქვეყნებს აყენებს რისკის ქვეშ, რომ  „უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ  ენერგო მიწოდების უსაფრთხოების მხრივ“ ვიდრე დაბალანსებული მიდგომის შემთხვევაში. გადამცემი ხაზების პროექტების ფინანსურმა მხარდაჭერამ დაახლოებით 100 000 შიდა მეურნეობისათვის გახადა ენერგია ხელმისაწვდომი, მაგრამ ანგარიშის თანახმად ამ შესაძლებლობით „ძირითადად ყველაზე მდიდარი შიდა მეურნეობები“ სარგებლობენ. ბენეფიციარ ქვეყნებში გატარებული სხვადასხვა ღონისძიებების მიუხედავად, ამ ღონისძიებების ეკონომიკური მომგებიანობა  კვლავ სუსტია.  

„12.26 მილიარდი ნორვეგიული კრონის ინვესტირებას მცირე ეფექტი ჰქონდა სამიზნე ქვეყნებში, როგორც ელექტროენერგიის წარმოებაზე, ასევე სიღარიბის დაძლევასა და ბიზნესის განვითარებაზე“. ნორვეგიულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია FIVAS-მა,  აუდიტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე განაცხადა, რომ „ეს კვლევა ადასტურებს ჩვენს პოზიციას,  რომ ნორვეგიული განვითარების დახმარების ძალიან დიდი წილია მიმართული  ჰიდროენერგეტიკის  მხარდაჭერისკენ.“                              

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაეთანხმა აუდიტის დასკვნის ნაწილს რომ  მზის, ქარისა და ბიომასის ელექტროსადურების სწრაფ განვითარებაზე გეზის აღება „შესაძლებელს გახდის მეტი ინვესტიციების მოზიდვას სუფთა ენერგიისთვის“. ის ასევე დათანახმდა  რეკომენდაციას, რომ აუცილებელია, „ ძალისხმევის გაზრდა მცირე მასშტაბის განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას სოფლად“. ამავდროულად,  საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნორვეგია კვლავ აპირებს ლიდერობას ჰესების მშენებლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.     

დამოუკიდებელი აუდიტის  ძლიერი და ცალსახა დასკვნები აძლევს შესაძლებლობას  ნორვეგიის მთავრობას გადახედოს აღებულ კურსს. ხოლო ნორვეგიის  ჰიდროენერგეტიკული ინდუსტრის ინტერესების გამარჯვებამ და ნორვეგიის მთავრობის მიერ  კურსის უცვლელად დატოვება  სერიოზულად იმოქმედებს ნორვეგიული დახმარების რეპუტაციაზე.                                                  

ნორვეგიას  წამყვანი პოზიციები უკავია კაშხლების შესახებ მიმდინარე გლობალურ დებატებში,  ხშირად წარმოაჩენს თავის ქმედებებს როგორც  განვითარებისა და ენერგეტიკის დაფინანსების სანიმუშო მოდელს.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დიდი ჰიდროსადგურების პროექტები არ წარმოადგენს სიღარიბის დაძლევის ეფექტურ საშუალებას და ამ მიზნის მიღწევისთვის სხვა უკეთესი ინსტრუმენეტები არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე სწორედ ამიტომ. მნიშვნელოვანია რომ აუდიტის დასკვა აუცილებელად უნდა  იყოს გაზიარებული მსოფლიო ბანკის და სხვა ინსიტუტების მიერ, მათ შორის  მწვანე კლიმატის ფონდის მიერ (რომელსაც ნორვეგიისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს და უახლოეს მომავალში აპირებს განსაზღვროს საკუთარი ენერგო პრიორიტეტები).  

ფოტოს ავტორი - პიტერ ბოსჰარდი
ფოტოზე გამოსახულია – ნორვეგიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული თეუნ ჰინბუნის კაშხლით დაზარალებული სოფლები ლაოსში