პარტნიორი

საქმიანობა გულისხმობს მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას, ქ. ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე, რომელიც უახლოესი დასახლებული არეალიდან 70 მეტრით არის დაშორებული. გამდიდრების პროცესი ითვალისწინებს გაცხრილვა-დამსხვრევას 0-16  მმ ზომის კლასამდე, რომლის დალექვის შემდეგაც მიიღება მანგანუმის კონცენტრატი. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ყოველთვიურად 1500 ტ ნედლეულის გამდიდრება.

პროექტის განმახორციელებელია  შპს „პარტნიორი“.  

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „პარტნიორის“ მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე - 5 თებერვალი, 2015 წ. 

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „პარტნიორის“ მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე - 11 დეკემბერი, 2014 წ.