BWNBLUE ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network ) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით მონიტორინგს უწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას.  tiglogojpg „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიუროა. ორგანიზაციის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო"  ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენას, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მიმდინარეობის ნაწილს, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც ისეთი ტრადიციული პოლიტიკურ მიმდინარეობებთან დისკუსიაში, როგორიცაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი. 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)   მისიაა "კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!". ორგანიზაცია საქმიანობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.  არაკომერციული ორგანიზაცია "ქორნერ ჰაუს" (Corner House) დაარსდა 1997 წელს დიდ ბრიტანეთში. ორგანიზაცია მხარს უჭერს სოციალური სამართლიანობისა და გარემოს დაცვისთვის მოღვაწე დემოკრატიულ და საზოგადოებრივ მოძრაობებს.

ევროპული კოალიცია "ქაუნთერ ბალანსი" (Counter Balance) გარემოსდაცვით და განვითარების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებაა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა. კოალიცია თვალყურს ადევნებს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას.

stepancminda

სათემო კავშირი სტეფანწმინდა შეიქმნა 2004 წლის თებერვალში მოხევე ახალგაზრდების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხევის აღორძინებით და განვითარებით.

(OWRPO PU) – ნავთობმუშაკთა უფლებების დაცვის აზერბაიჯანული ორგანიზაცია 1996 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მისიაა აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის სექტორში დასაქმებული მუშაკების უფლებების დაცვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლური" სომხეთში მოქმედი საინფორმაციო რესურს-ცენტრია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.

pedagogTa_kavshiri

განათლება და სამყარო – პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო” – (პკგს) საზოგადოებრივ – პროფესიული ორგანიზაცია, დაფუძნებულია 2002 წელს.

svaneTis_turizmis_centri

 

 

 

 
FES, SDC და GUMA-ს ხელშეწყობით დაბა მესტიაში, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, 2006 წელს დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია (კავშირი) – სვანეთის სამთო-ტურიზმის ცენტრი (SMTC).
ACSDG

 

 

 

 
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია – დაფუძნებულია 2004 წლის 19 აპრილს, თეთრიწყაროში. ორგანიზაციის მისიაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიის, ტრეინინგების, კონსულტაციებისა და სხვა მეთოდებით მათი გააქტიურებისათვის სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად. Kutaisis_sainformacio_centri ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქსც) – არასამთავრობო, საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი გაერთიანებაა, რომელიც შეიქმნა 2000 წელს ბრიტანული ორგანიზაცია "LINKS"-ის მხარდაჭერით.
samxreTis_karibche

 

 

 

 
სამხრეთის კარიბჭე-სამცხე-ჯავახეთის ყოველკვირეული, საზოგადოებრივ – პოლიტიკური, ორენოვანი ქართულ – სომხური გაზეთია. გამოდის 2005 წლის 17 ივნისიდან, ქართულ დასომხურ ენებზე.