hari

პროექტი ითვალისწინებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რგანის ხეობაში, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას. საქმიანობის მიზანია, სველი გრავიტაციული მეთოდით მანგანუმის მადნის გამდიდრება, რომლის შედეგადაც მიიღება მეტალურგიაში მოხმარებადი მანგანუმის კონცენტრატი. საწარმო ნედლეულად გამოიყენებს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე მოპოვებულ მადანს. საწარმო უახლოესი დასახლებული არეალიდან 240 მეტრით არის დაშორებული.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ჰარი“.  

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჰარი“-ს მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების  შეფასების ანგარიშის თაობაზე - 21 აპრილი, 2014 წ.

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჰარი“-ს მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული  გარემოზე ზემოქმედების  შეფასების ანგარიშის თაობაზე - 6 აპრილი, 2014 წ.