mirabliti

საქმიანობა გულისხმობს მირაბილიტის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ქ. საგარეჯოში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უახლოესი დასახლებული არეალიდან დაშორებულია 110 მეტრით. მირაბილიტი (გლაუბერის მარილი) გამოიყენება მინისა და სოდის მრეწველობაში, მედიცინაში, სინთეზური გამრეცხი საშუალებების წარმოებაში. საწარმოს ყოველდღიური წარმადობა 120ტ პროდუქტია.  

პროექტის განმახორციელებელია შპს „მირაბილიტი მაინინგი“. 

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „მირაბილიტი მაინინგის“ მირაბილიტის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე - 24 ნოემბერი, 2014 წ.

მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს „მირაბილიტი მაინინგის“ მირაბილიტის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე - 1 მაისი, 2014 წ.