გაკვეთილები და კითხვები კაშხლების დემონტაჟის შესახებ

blogi3

ოთხი წლის წინ ვხელმძღვანელობდი ადამიანთა მცირე ჯგუფს მდინარის ხეობის ფერდობზე ჩრდილოეთ კაროლინაში. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი გზა პლატოზე, რომლიც ზემოდან დაჰყურებდა მდ.იუბაზე 70 წლის წინ  აგებულ 240 ფუტის სიმაღლის ინგლბრაითის კაშხალს, რომელიც წარმოადგენს  ბარიერს სან-ფრანცისკოს ყურისა და მდინარის დელტაში მობინადრე  ორაგულისთვის. ჩვენ დავყურებდით კაშხალს, განვიხილავდით მის ისტორიას, მის ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე და ვმსჯელობდით იმ ნაბიჯებზე, რომლის …

»»»

კაშხლებით განადგურებული მდინარეთა დელტები

mdinareTa_delta

მსოფლიოს ყველაზე დიდი მდინარეების ნილოსის, მეკონგის, ირავადის, განგისა და ბრაჰმაპუტრას დელტები წარმოადგენენ მნიშვნელოვანი დასახლებებისა და ბრინჯის პლანტაციების ადგილსამყოფელს. დელტა, რომელიც აკავშირებს ზედაპირული წყლებისა და ზღვის ეკოსისტემებს ერთმანეთთან, ქმნის უაღრესად მნიშვნელოვან ეკოსისტემას. დღეს, როდესაც სანაპირო ზონები განიცდიან სერიოზულ უარყოფით ზემოქმედებას კლიმატის ცვლილების შედეგად, მდინარეთა დელტები დამატებით ახალ-ახალი კაშხლების მშენებლობას ეწირება. უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ არსებულ დელტათა უმრავლესობა …

»»»

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ჰიდროელექტროსადგურების განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული ძალისხმევა სიღარიბის შემცირებას არ იწვევს

პიტერ_ბოსჰარდი

ნორვეგია წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას მსოფლიოში. ნორვეგიული კომპანიები მთელ მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, მათ შორის ისეთ პრობლემური პროექტებისაც, როგორიცაა თეუნ ჰინბუნის კაშხალი (Theun Hinboun Dam) ლაოსში. ნორვეგიის განვითარების დახმარება აქტიურად უჭერს მხარს ჰიდროენერგეტიკული სექტორის განვითარებას. ხოლო ნორვეგიის სახელმწიფო ჩართულია ისეთ საერთაშორისო ინიციატივებში როგორიცაა Energy Plus და Hydropower Sustainability Assessment Protocol.   …

»»»

მდგრადი ენერგეტიკა – შესაძლებელია თუ არა არატრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება საქართველოში

kintrishi

საქართველოში ენერგეტიკის განვითარებაზე საუბრისას, ძირითადად ლაპარაკია სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების მიერ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე ტრადიციულ ენერგოსექტორებში – დიდი ჰიდროელექტროსადგურები, გაზისა და ქვანახშირის თბოელექტროსადგურები, გამოითქმება იმედები ატომური სადგურის მშენებლობაზეც კი, ხოლო იმ ადამიანთა მიმართ ვინც აპროტესტებს ენერგეტიკის ამგვარ განვითარებას  ხშირად გაიგონებთ მსგავს გამონათქვამებს – „დავრჩებით უდენოდ ამათი გადამკიდე“, „ამ გარემოსდამცველებს ხომ არაფერი მოსწონთ“, „ყველაფერი გამოყოფს ნახშირორჟანგს“, …

»»»

საქართველოს ენერგეტიის განვითარების თავისებურებები

DSC_0379

2004 წლიდან ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებულმა სხვადასხვა ღონისძიებებმა, მათ შორის, არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების რეაბილიტაციამ, გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტების პრივატიზაციამ, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, აგრეთვე, გარკვეულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო ელექტროენერგიისა და გაზის უფრო სტაბილურად მიწოდებას მოსახლეობისა და წარმოებისთვის. გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებამ 2004 წლიდან (საქართველო იღებს გაზს ირანიდან და აზერბაიჯანიდან, მაშინ როდესაც ადრე მთლიანად იყო დამოკიდებული …

»»»

რატომ არ განიხილება დიდკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურები, განახლებად და მდგრად ენერგიის წყაროდ

khudoni_hpp

საერთაშორისო განმარტებით, დიდ კაშხლად მოიაზრება კაშხალი რომლის სიმაღლე 5 ან 15 მეტრზე მეტია და რომლის რეზერვუარიც  3 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება.[1] მთელი რიგი კვლევებით დადასტურებულია, რომ დიდი ჰიდრო-კაშხლების მშენებლობა, არ შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე, დრამატულად ცვლიან სოციალურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას. 1997 წელს საფუძველი ჩაეყარა კაშხლების მსოფლიო კომისიას (მსოფლიო …

»»»

ფარავან-ჰესის მშენებელი კომპანია დატბორვის რისკებს ასაიდუმლოებს

faravani

*მიუხედავად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის არაერთი დაპირებისა, ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯი“ სოფელი ხერთვისის მოსალოდნელი დატბორვის საფრთხეების შესახებ კვლევას ასაიდუმლოებს.* ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელსაც თურქული კონგლომერატის „ანადოლუ ჯგუფის“ საქართველოს შვილობილი კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯი“ ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. 160 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ხარჯების დაახლოებით მეოთხედს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ფარავს; …

»»»

გარდაბნის ნახშირზე მომუშავე ბოილერის პროექტი

gardabani

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, მიმდინარე პროექტად განიხილავს გარდაბნის ნახშირზე მომუშავე ბოილერს (160 მეგავატი), რომელიც წარმოადგენს გარდაბნის თბოელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს. კომპანია, გარდაბნის ელექტროსადგურში უკვე ამუშავებს, ბუნებრივ აირზე მომუშავე ენერგობლოკებს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ თბოელექტროსადგური გამოიმუშავებს დამატებით 1.1 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას წელიწადში[1]. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის  განცხადებით -  „თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება, ხოლო ენერგოსისტემაში უკვე 2014 …

»»»

ტყიბულის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური

DSC09059

2014 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის პროექტი. განცხადების თანახმად, არა უგვიანეს 2015 წლის 15 დეკემბრისა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვება და დაასრულოს მშენებლობა არა უგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა[1]. საინტერესოა, რომ კომპანია უკვე ფლობს 2011 წელს აშენებულ ქვანახშირის ნარჩენზე …

»»»

ქვანახშირის მოპოვება საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები

abra GA

საქართველოში ნახშირის საბადოები, ძირითადად სამ რეგიონშია განთავსებული (ტყიბულ-შაორი, ტყვარჩელი, ახალციხე) აგრეთვე, სხვადასხვა რეგიონშია ნახშირის პროგნოზული მარაგები. 158 წლის განმავლობაში, ნახშირის მოპოვება მიმდინარეობდა: ტყიბულ-შაორში 1847, ტყვარჩელში 1929 და ახალციხეში 1947 წლებიდან. საქართველოში ნახშირის ორი ტიპის საბადოა ცნობილი: ქვანახშირის და მურა ნახშირის (ლიგნიტი). ქვანახშირის საბადოები განლაგებულია კავკასიონის სამხრეთ ფერდზე და ოკრიბაში, ხოლო ლიგნიტი დამახასიათებელია სამცხე-ჯავახეთისათვის, სადაც იგი, …

»»»

Page 1 of 212