ტყიბულის ქვანახშირის მაღარო და მასთან დაკავშირებული პრობლემები

khudoni photoes 018

ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადო 1825 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მისი ექსპლუატაცია 1846 წელს დაიწყო. ქვანახშირის ბალანსური მარაგი 307 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო საერთო გეოლოგიური მარაგი ერთ მილიარდ ტონამდე აღწევს. საბჭოთა პერიოდში, ქვანახშირის მომპოვებელი 4 შახტა და ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა ფუნქციონირებდა. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და ტყვარჩელის თბოელექტროსადგური. ტყიბულის მაღაროში, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები 2006 წლიდან დაიწყო. …

»»»

მეორე საბედისწერო მეწყერი დარიალის ხეობაში

Dariali_landslide

*ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, შესაძლოა, არ იყოს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზი; თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი მშენებლობა ცნობილი გეოლოგიური რისკების გათვალისწინების გარეშე მიმდინარეობს. ამდენად, აუცილებელია, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა.* 21 აგვისტოს ღამეს, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, დარიალის ხეობაში, კიდევ ერთხელ ჩამოწვა მეწყერი, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 108 მგვტ სიმძლავრის …

»»»

სუფთა ქვანახშირი – მითი თუ რეალობა

coal

პეკინის, ჩინეთის და სხვა  დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურების დონე იმდენად მაღალია,  რომ საერთაშორისო მედიის ყურადღების საგანი გახდა, ხოლო განგაშის დღეებში ათასობით  ადგილობრივი მცხოვრები იძულებულია სახლში დარჩეს მოწამვლის თავიდან აცილების  მიზნით. წლების განმავლობაში ისე ჩანდა, რომ ჩინეთი არ იტყოდა უარს  ქვანახშირზე მომუშავე ქარხნების ექსპლუატაციასა და მშენებლობაზე. თუმცა, 2013 წლის სექტემბერში, ჩინეთის მთავრობამ შეცვალა ქვანახშირის მოხმარების პოლიტიკა, …

»»»

ღია წესით ქვანახშირის მოპოვება საქართველოში და მასთან დაკავშირებული პრობლემები

yury popkov tkvarcheli1

ღია წესით ქვანახშირის მოპოვება ხდება ქალაქ ტყვარჩელში. ტყვარჩელის საბადო მდებარეობს აფხაზეთში ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდ. ღალიძგის ზემოთ და წარმოადგენს ქვანახშირის საბადოს, რომლის სამრეწველო ექსპლუატაცია დაიწყო 1938 წლიდან. საბჭოთა კავშირის დროს საბადო ქვანახშირს აწვდიდა რუსთავის  მეტალურგიულ  ქარხანას, ტყვარჩელის ჰესს. 2002 წელს ღია წესით ქვანახშირის მოპოვება დაიწყო თურქულმა კომპანია „ტამსაჩმა“. 2009 წელს მის ბაზაზე შეიქმნა შპს „ტყვარჩელუგოლი“. 2014 …

»»»

რუსული ენერგო-გიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები

Tunnel

ბოლო პერიოდში ხუდონჰესის პროექტის ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ვერ ასრულებს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმად, ის ვალდებული იყო 2014 წლის 1 მარტამდე აეღო ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა. თავისი წარუმატებლობის დასაფარად (და შესაძლო სამართლებრივი სანქციების თავიდან ასაცილებლად), პროექტის ლობისტები ძველ, ნაცად …

»»»

მდინარის მკვლელები

1280486_516332858440844_576013903_n

კაცობრიობის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მდინარეების განადგურება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, მცდარი გადაწყვეტილებაა, რომლის ფასსაც ადამიანები, თემები და ეკოსისტემები ზღვევენ. დიდ კაშხლებს მრავალმხრივი უარყოფითი შედეგები მოჰყვება, მათ შორის, მდინარის აუზის, სანაპირო ზონების, სანაპირო ეკოსისტემებისა და ოკეანეებიის დეგრადაციაც კი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დიდი კაშხლების მშენებლობის ცდუნებაზე და ჭარბ ენერგო-მოხმარებაზე; სწორედ ეს  უშლის ხელს საზოგადოებას, გადავიდეს ენერგიის დეცეტრალიზებულ გენერაციაზე, …

»»»

ყველაფერი ენერგიისა და ენერგეტიკის შესახებ

enguris_wyalsacavi

საბაზისო პრინციპები და ფუნდამენტალური კონცეფციები 1.    ენერგია არის ფიზიკური რაოდენობა რომელიც ემორჩილება ბუნების ზუსტ კანონებს 1.1.რა არის ენერგია – ენერგია წარმოადგენს მატერიის მოძრაობის და ურთიერთქმედების  სხვადასხვა ფორმის საერთო რაოდენობრივ საზომს; ენერგია არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება.  ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს მკაცრად განსაზღვრული რაოდენობრივი თანაფარდობით; ნებისმიერი სახის …

»»»

21-ე საუკუნის ენერგეტიკული გამოწვევა

IMG_0948

ენერგია და ენერგეტიკა ოცდამეერთე საუკუნის კაცობრიობის საკვანძო სირთულეს წარმოადგენს. წიაღისეული საწვავის მოპოვება იწვევს ლანდშაფტის დეგრადაციას და სასიცოცხლო გარემოს ფრაგმენტაციას, ბუნების სილამაზის განადგურებას. წიაღისეული საწვავის წვის შედეგად შეიცვლა ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობა და დაჩქარდა კლიმატის ცვლილების პროცესი. ამავდროულად, წიაღისეული საწვავზე მუდმივად იზრდება ფასი, რაც გამოწვეულია ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის ნახშირწყალბადის რესურსების გამოლევით. ეს თავისთავად მსოფლიო ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია, რომელიც საფრთხეს …

»»»

„სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა“

Xudoni

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გურია ნიუსთან ინტერვიუში“ განაცხადა: "ყოველწლიურად სვანეთის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იქნება 12 მილიონი, რაც ძალიან დიდი თანხაა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ თანხით როგორ შეიძლება სვანეთის აყვავება. მე ვფიქრობ, რომ ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ხუდონი არის ზუსტად სვანეთის გადარჩენის საშუალება”. დაახლოებით იგივე თქვა მან „ტაბულასთანაც“: “ხუდონის პროექტის განხორციელება არის სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა”. …

»»»

მითები და სინამდვილე ჰესების შესახებ

get_img

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო N107 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა  სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“. ამ დადგენილების საფუძველზე 2008 წლის 23 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა პოტენციური ჰესების ნუსხა და გამოცხადდა „ინტერესთა გამოხატვა“ ჰესების მშენებლობის მიზნით. ეს ნუსხა დაახლოებით 30-ჯერ შეიცვალა. მას ან ემატებოდა ახალი ჰესები, ან აკლდებოდა, ან იცვლებოდა ნუსხაში …

»»»

Page 2 of 212