მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ კანონპროექტის შესახებ (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის სექტემბერში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული ვერსიის თაობაზე)

cover

2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომდევნო, გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა[1]. განსახილველად გამოქვეყნებული საკანონმდებლო აქტების პაკეტი მოიცავდა შემდეგ აქტებს: – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი; – კანონპროექტი “„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; და – კანონპროექტი “„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

biomravalferovnebaze

2015 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის  პირველი ვერსია გამოაქვეყნა. ქვემოთ წარმოდგენილია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. თავდაპირველად, წარმოდგენილია კანონპროექტთან დაკავშირებული ზოგადი, პრინციპული ხასიათის შენიშვნები; მეორე ნაწილში მოცემულია შენიშვნები და წინადადებები მუხლობრივად, მხოლოდ ზოგიერთი მუხლის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ …

»»»

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ერთობლივი შენიშვნები ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე.

shenishvnebi_nenskraze

საქართველოს საპარტნიორო ფონდის დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის, სეზონური რეგულირების ნენსკრა ჰესის  მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომლის განხორციელება გათვალისწინებულია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ნენსკრას და ნაკრას ხეობებში. გზშ ანგარიშის თანახმად, პროექტი უნდა განხორციელდეს საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია სს „ნენსკრას“ მიერ, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტთან დაკავშირებით …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და რეკომენდაციები „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა“ (RECC) და კომპანია გრინტექსის მიერ 2015 წლის 27 ივლისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გავრცელებული მდ. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო მართვის გეგმის სამუშაო ვერსიის თაობაზე

chorokhi

ა.წ. 27 ივლისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გამოქვეყნდა „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (RECC) და კომპანია გრინტექსის მიერ მომზადებული მდ. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის პროექტის  „საერთაშორიო მდინარეების აუზების გარემოს დაცვა“ (EPIRBP) ფარგლებში. აღნიშნული გეგმის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაცვა იმ რისკებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ ეკოლოგიურ სტატუსს …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 დოკუმენტის თაობაზე

strategia

წარმოდგენილი დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა.  მართალია, ქალაქში არსებული პრობლემების აღწერა შეესაბამება არსებულ სიტუაციას, მათი გადაჭრის გზები და მიდგომები არ არის ჩამოყალიბებული. ეს დოკუმენტის მთავარ ნაკლოვანებას წარმოადგენს, ვინაიდან, სწორედ ამ გზებით უნდა მიაღწიოს  ქალაქმა დასახულ მიზნებს. ამასთან, ბუნდოვანია დროში გაწერილად მოსალოდნელი შედეგები და სტრატეგიის განხორციელების კავშირი ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებასთან, არ მოიცავს ანგარიშგებისა და შეფასების ინდიკატორებს, რაც საბოლოო …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 1 მაისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გავრცელებული „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის „პირველადი სამუშაო ვერსიის“ თაობაზე

Moe_shenishvnebi

ზოგადი ხასიათის შენიშვნები 1. გაუგებარია, რატომ იქნა შერჩეული კანონპროექტის სათაურად – „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“, მაშინ, როდესაც კანონპროექტის მიღების მიზანია (ან უნდა იყოს) გარემოს დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ანალოგიურად, გაუგებარია, რატომ იქნა დატოვებული ნებართვის სახელწოდებად „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“. 2. კანონპროექტის არც საწყის მუხლებში (მიზნები, ამოცანები, ტერმინთა განმარტება,) და არც შემდგომ ტექსტში, არ არის ნათლად განმარტებული გარემოზე ზემოქმედების …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ენერგეტიკის სექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ტექნიკურ დავალების სამუშაო ვერსიაზე

shenishvnebi

2014 წლის 13 მაისს მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში საქართველოსთვის სესხის სახით 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული პროექტი ორ ძირითად საკითხს შეეხება, რომელთა  მიზანს წარმოადგენს: ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდა ქსელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სისტემათაშორისო გადადინების  ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება და ეკონომიკურად ეფექტური და გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით, …

»»»

სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტი

BP

დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოებას. თავდაპირველად, პროექტზე ნებართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2013 წლის 28 ივნისს გაიცა. გათვალისწინებით იმისა, რომ პროექტში შევიდა გარკვეული სახის ტექნიკური ცვლილებები, კომპანიამ ხელმეორედ მოამზადა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.   ცვლილებები ითვალისწინებს მილსადენის დიამეტრის 56 დიუმიდან 48 დიუმამდე შემცირებას, დამატებით 5,3 კილომეტრი სიგრძის …

»»»

მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტი

პარტნიორი

საქმიანობა გულისხმობს მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას, ქ. ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე, რომელიც უახლოესი დასახლებული არეალიდან 70 მეტრით არის დაშორებული. გამდიდრების პროცესი ითვალისწინებს გაცხრილვა-დამსხვრევას 0-16  მმ ზომის კლასამდე, რომლის დალექვის შემდეგაც მიიღება მანგანუმის კონცენტრატი. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ყოველთვიურად 1500 ტ ნედლეულის გამდიდრება. პროექტის განმახორციელებელია  შპს „პარტნიორი“.   მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „პარტნიორის“ მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტის ეკოლოგიური …

»»»

მანგანუმის მადნის სამსხვრევი საამქროს მოწყობისა და საქმიანობის პროექტი

geomainingi

შპს “ჯეო მაინინგის“ მიერ ჭიათურაში დაგეგმილია მანგანუმის მადნის, ე.წ. „მწვარის“ სამსხვრევი საამქროს მოწყობა. მწვარი მანგანუმის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ძნელად გასამდიდრებელ ტექნოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. იგი თითქმის არც ირეცხება, ამიტომ მწვარს გაურეცხავად, დაქუცმაცებული სახით იყენებენ მეტალურგიაში. ტერიტორია, სამრეწველო ზონაში, მდ.ჯრუჭულას ხეობაში მდებარეობს. საწარმოს ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ჯრუჭულა, დასავლეთით საავტომობილო გზა. საწარმოს ტერიტორიიდან ჭიათურა საჩხერის გზატკეცილამდე მანძილი …

»»»

Page 5 of 9« First...34567...Last »