ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

akhaltsikhe

დაგეგმილი პროექტი გულისხმობს, ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი, ახალციხე-ბათუმის ორჯაჭვიანი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. იგეგმება, ასევე, მდინარე აჭარისწყალზე დაგეგმილი 185 მგვტ-იანი შუახევის და 150 მგვტ-იანი კორომხეთის ჰესების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაც. საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზი გადაკვეთს ახალციხის, ადიგენის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს, ასევე, ქ. ბათუმის ტერიტორიას.  პროექტის განხორციელება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი …

»»»

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

khedetura

საქმიანობა გულისხმობს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის მშენებლობას. საქმიანობის მიზანია მდინარე ხედეთურას წყლის რაჭაჰესის სადერივაციო სისტემაში დამატება. პროექტით გათვალისწინებულია დაბალზღურბლიანი კაშხლის, სადერივაციო მილსადენისა და 120მ-დე სიგრძის დაკიდული მილხიდის მოწყობა. საწარმოდან უახლოეს დასახლებულ არეალამდე დაშორება 5კმ-ს აღემატება.   პროექტის განმახორციელებელია შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.   მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის …

»»»

გაჯისა და ასფალტის საამქროს პროექტი

gumi

შპს „გუმი“-ს ასფალტისა და გაჯის საამქრო წარმოადგენს უკვე მოქმედ საწარმოს, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში (ქიზიყის ქუჩაზე) და საჭიროებს გარემო ზემოქმედების ნებართვას.  საქმიანობა გულისხმობს ასფალტისა და გაჯის წაროებას. საამქროს საპროექტო წარმადობაა: ასფალტობეტონი – 12 500 ტ/წელ და გაჯი – 1300 ტ/წელ. საწარმოს დაშორება უახლოესი დასახლებული ტერიტორიიდან 270 მ-ია.  მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს „გუმი“-ს გაჯისა და …

»»»

რეზინტექნიკური ნაწარმოს და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი

ekologika

საქმიანობა ითვალისწინებს რეზინტექნიკური და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ქ. თბილისში, ნავთისხევისა და საქარხნო რაიონის კავშირგაბმულობის სამინისტროს, საწარმოს შორის არსებული ტერიტორიაზე, რომელიც უახლოესი დასახლებული არეალიდან 600 მეტრით არის დაშორებული. საქმიანობის შედეგად გამოშვებულ პროდუაქციას წარმოადგენს:  საღუმელე საწვავი, კოქსი და ჯართი. პროექტის განმახორციელებელია შპს „ეკოლოგიკა“.  მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ეკოლოგიკას“ რეზინტექნიკური ნაწარმის და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს …

»»»

ლაქ-საღებავი მასალების (ლსმ) საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

smile

პროექტი გულისხმობს ქ. თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე, სამრეწველო ზონაში, ლაქ-საღებავი მასალების (ლსმ) საწარმოს მშენებლობას, რომელიც უახლოესი საცხოვრებელი ზონიდან 600-650 მ-ით არის დაშორებული. საქმიანობა ითვალისწინებს ნედლეულის შემოტანას, მათ მექანიკურ შერევას და  დაფასოებას. პროექტის განხორციელებელია შპს “SMILE MIX”. მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები ლაქ-საღებავი მასალების (ლსმ) საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე - 5 მაისი, …

»»»

მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტი

hari

პროექტი ითვალისწინებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რგანის ხეობაში, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას. საქმიანობის მიზანია, სველი გრავიტაციული მეთოდით მანგანუმის მადნის გამდიდრება, რომლის შედეგადაც მიიღება მეტალურგიაში მოხმარებადი მანგანუმის კონცენტრატი. საწარმო ნედლეულად გამოიყენებს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე მოპოვებულ მადანს. საწარმო უახლოესი დასახლებული არეალიდან 240 მეტრით არის დაშორებული. პროექტის განმახორციელებელია შპს „ჰარი“.   მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჰარი“-ს მანგანუმის მადნის …

»»»

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. თაბაგრების მიმდებარედ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

GMNC

საქმიანობა ითვალისწინებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაბაგრების მახლობლად, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას. საქმიანობის მიზანია, ქ. ჭიათურის მიმდებარედ არსებული კარიერიდან, საწარმოს ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის შემოტანა, მისი გამდიდრება, შესაბამისი ტექნოლოგიური სქემით და მიღებული პროდუქტის რეალიზაცია.  საწარმო უახლოესი დასახლებული არეალიდან 400 მეტრით არის დაშორებული. პროექტის განმახორციელებელია შპს „G.MN.C“.  მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს “G.MN.C.”-ის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. თაბაგრების …

»»»

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის პროექტი

tianeti

დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს საავტომობილო გზის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის კმ10-კმ23 მონაკვეთის რეკონსტრუქციას, არსებული გზის მიმართულების შეუცვლელად, მიწის ვაკისის გაგანიერებით, ჰორიზონტალური მრუდეების და გრძივი ქანობების ნორის ფარგლებში მოყვანით, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული გზის მონაკვეთის შეუფერხებელ გამტარუნარიანობას მთელი წლის განმავლობაში. საავტომობილო გზა გაივლის შემდეგ სოფლებს: ტუშურები, ზარიძეები, ფუძნარი ბოდავი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია ორი ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. საგზაო სამოსის ტიპი არის …

»»»

ბიოსაწვავის საწარმოს პროექტი

biosawvavi

საქმიანობა გულისხმობს გამოყენებული ორგანული ზეთების გადამუშავების შედეგად, ბიოდიზელისა და გლიცერინის მიღებას. ბიოდიზელის მიღება მოხდება თავად, პროექტის განმახორციებელი ფირმის მიერ დამზადებული დანადგარებით. საპროექტო წარმადობა, არის ბიოდიზელი 720 მ3/წელიწადში და გლიცერინი 72 მ3/წელიწადში. დაგეგმილი საწარმო მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გლდანის (მამკოდა) მიმდებარე ტერიტორიაზე. უახლოესი საცხოვრებელი სახლი დაშორებულია დაახლოებით 20 მეტრით. პროექტის განმახორციელებელია შპს „ბიოსაწვავი საქართველო“.  წარმოგიდგენთ შენიშვნებსა …

»»»

მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტი

manganumi

პროექტი გულისხმობს მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას, ზესტაფონის რაიონის, სოფელ პირველ სვირში. გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს წარმოადგენს მანგანუმის კონცენტრატი. საწარმოს საპროექტო წარმადობა წელიწადში 20 800 ტონაა.  საწარმო უახლოესი დასახლებული ზონიდან 1200 მეტრით არის დაშორებული. პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს  შპს „დარი +“.  ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „დარი +“ მანგანუმის გამამდიდრებელი ქარხნის საქმიანობის გარემოსა და ბუნებრივი …

»»»

Page 6 of 8« First...45678