ტყიბულის გამამდიდრებელი ფაბრიკის სანაყარე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებული ნარჩენების მეორადი გამდიდრების საწარმოს პროექტი

Tkibuli

საქმიანობა გულისხმობს ქ. ტყიბულში, გამამდიდრებელი ფაბრიკის სანაყარე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებული ნარჩენების მეორადი გამდიდრების საწარმოს მშენებლობას. საწარმო უახლოესი დასახლებული არეალიდან 110 მეტრით არის დაშორებული. საწარმოს ყოველწლიური წარმადობა 24960 ტ/წელ პროდუქტია. პროექტის განმახორციელებელია  შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“.  მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ ტყიბულის გამამდიდრებელი ფაბრიკის სანაყარე მეურნეობის ტერიტორიაზე  განთავსებული ნარჩენების მეორადი გამდიდრების საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე …

»»»

მირაბილიტის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი

mirabliti

საქმიანობა გულისხმობს მირაბილიტის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ქ. საგარეჯოში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უახლოესი დასახლებული არეალიდან დაშორებულია 110 მეტრით. მირაბილიტი (გლაუბერის მარილი) გამოიყენება მინისა და სოდის მრეწველობაში, მედიცინაში, სინთეზური გამრეცხი საშუალებების წარმოებაში. საწარმოს ყოველდღიური წარმადობა 120ტ პროდუქტია.   პროექტის განმახორციელებელია შპს „მირაბილიტი მაინინგი“.  მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „მირაბილიტი მაინინგის“ მირაბილიტის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის გარემოსა …

»»»

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტი

energetikis_politika

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის თაობაზე 

»»»

კირნათი ჰესის პროექტი

kirnati

მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები მდ. ჭოროხზე კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2014 წელს გამოქვეყნებული ვერსიის თაობაზე

»»»

ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

akhaltsikhe

დაგეგმილი პროექტი გულისხმობს, ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი, ახალციხე-ბათუმის ორჯაჭვიანი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. იგეგმება, ასევე, მდინარე აჭარისწყალზე დაგეგმილი 185 მგვტ-იანი შუახევის და 150 მგვტ-იანი კორომხეთის ჰესების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაც. საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზი გადაკვეთს ახალციხის, ადიგენის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს, ასევე, ქ. ბათუმის ტერიტორიას.  პროექტის განხორციელება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი …

»»»

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

khedetura

საქმიანობა გულისხმობს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის მშენებლობას. საქმიანობის მიზანია მდინარე ხედეთურას წყლის რაჭაჰესის სადერივაციო სისტემაში დამატება. პროექტით გათვალისწინებულია დაბალზღურბლიანი კაშხლის, სადერივაციო მილსადენისა და 120მ-დე სიგრძის დაკიდული მილხიდის მოწყობა. საწარმოდან უახლოეს დასახლებულ არეალამდე დაშორება 5კმ-ს აღემატება.   პროექტის განმახორციელებელია შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.   მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდ. ხედეთურზე დაბალზღურბლიანი კაშხლის …

»»»

გაჯისა და ასფალტის საამქროს პროექტი

gumi

შპს „გუმი“-ს ასფალტისა და გაჯის საამქრო წარმოადგენს უკვე მოქმედ საწარმოს, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში (ქიზიყის ქუჩაზე) და საჭიროებს გარემო ზემოქმედების ნებართვას.  საქმიანობა გულისხმობს ასფალტისა და გაჯის წაროებას. საამქროს საპროექტო წარმადობაა: ასფალტობეტონი – 12 500 ტ/წელ და გაჯი – 1300 ტ/წელ. საწარმოს დაშორება უახლოესი დასახლებული ტერიტორიიდან 270 მ-ია.  მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს „გუმი“-ს გაჯისა და …

»»»

რეზინტექნიკური ნაწარმოს და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი

ekologika

საქმიანობა ითვალისწინებს რეზინტექნიკური და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, ქ. თბილისში, ნავთისხევისა და საქარხნო რაიონის კავშირგაბმულობის სამინისტროს, საწარმოს შორის არსებული ტერიტორიაზე, რომელიც უახლოესი დასახლებული არეალიდან 600 მეტრით არის დაშორებული. საქმიანობის შედეგად გამოშვებულ პროდუაქციას წარმოადგენს:  საღუმელე საწვავი, კოქსი და ჯართი. პროექტის განმახორციელებელია შპს „ეკოლოგიკა“.  მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ეკოლოგიკას“ რეზინტექნიკური ნაწარმის და პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს …

»»»

ლაქ-საღებავი მასალების (ლსმ) საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

smile

პროექტი გულისხმობს ქ. თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე, სამრეწველო ზონაში, ლაქ-საღებავი მასალების (ლსმ) საწარმოს მშენებლობას, რომელიც უახლოესი საცხოვრებელი ზონიდან 600-650 მ-ით არის დაშორებული. საქმიანობა ითვალისწინებს ნედლეულის შემოტანას, მათ მექანიკურ შერევას და  დაფასოებას. პროექტის განხორციელებელია შპს “SMILE MIX”. მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები ლაქ-საღებავი მასალების (ლსმ) საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე - 5 მაისი, …

»»»

მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს პროექტი

hari

პროექტი ითვალისწინებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რგანის ხეობაში, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობას. საქმიანობის მიზანია, სველი გრავიტაციული მეთოდით მანგანუმის მადნის გამდიდრება, რომლის შედეგადაც მიიღება მეტალურგიაში მოხმარებადი მანგანუმის კონცენტრატი. საწარმო ნედლეულად გამოიყენებს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე მოპოვებულ მადანს. საწარმო უახლოესი დასახლებული არეალიდან 240 მეტრით არის დაშორებული. პროექტის განმახორციელებელია შპს „ჰარი“.   მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჰარი“-ს მანგანუმის მადნის …

»»»

Page 7 of 10« First...56789...Last »