chorokhi

ა.წ. 27 ივლისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გამოქვეყნდა „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (RECC) და კომპანია გრინტექსის მიერ მომზადებული მდ. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო მართვის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის პროექტის  „საერთაშორიო მდინარეების აუზების გარემოს დაცვა“ (EPIRBP) ფარგლებში.

აღნიშნული გეგმის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაცვა იმ რისკებისაგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ ეკოლოგიურ სტატუსს ეკოლოგიური, ბიოლოგიური, ზოგადი ფიზიკო-ქიმიური და ჰიდრომორფოლოგიური მახასიათებლების ჩათვლით.    

ქვემოთ წარმოგიდგენთ მწვანე ალტერნატივას შენიშვნებს და რეკომენდაციებს განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე. იხილეთ ვრცლად