Chuberi

ევროპის ველური ბუნების დამცველმა ორგანიზაციამ საქართველოს ოფიციალური გაფრთხილება გამოუგზავნა, კავკასიონის მთებში დაცული ბუნების ტერიტორიების საზღვრების მკვეთრი ცვლილებების გამო. საერთაშორისო კრედიტორები დაინტერესებული არიან რეგიონში ჰიდროენერგეტიკის განვითარების ფინანსირებით.

ორშაბათს, 13 ნოემბერს, ველური ბუნების დაცვის (ბერნის) კონვენციის, სამდივნომ  წერილით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სადაც ახსნა–განმარტება მოსთხოვა ზურმუხტის ქსელის კანდიდატს ტერიტორიებზე მიმდინარე ცვლილებების თაობაზე. ბერნის კონვენციის ზურმუხტის ქსელი მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნებისთვის და ფასეულია ბუნების დაცვის თვალსაზრისით.

ამჯერად, საქმე ეხება სვანეთის ხელუხებელ მთებს, შეურყვნელი ბუნების მარგალიტს. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მკვეთრად შეემცირებინა "ზურმუხტის ქსელის" კანდიდატი სვანეთი 1–ს ზომები, რათა გზა გაეხსნა 30–ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის.

წერილში სამდივნო ახსნა–განმარტებას აკეთებს, იმის თაობაზე რომ "ტერიტორია მოიცავს რამდენიმე ბუნებრივ ხელუხლებელ ზონას საქართველოში" და გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ "ზურმუხტის ქსელის კანდიდატი სვანეთი 1–ს ზომები მკვეთრად შემცირდა".

Svaneti1_Emerald_beforeafterწერილი წარმოადგენს ბერნის კონვენციის სამდივნოს პასუხს საჩივარზე, რომელიც  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელი ქსელის ქართულმა ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ“ ველური ბუნების დამცველი ორგანიზაცია „ბალკანის“ მხარდაჭერით  წარადგინა. ზურმუხტის ქსელით დაცული ტერიტორიები სარგებლობენ დაცვის უფრო ძლიერი მექზნიზმებით; მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის შემთხვევაში, სავალდებულოა ზემოქმედების შეფასების უფრო დეტალური კვლევები. ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორიებიც კი,  განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ექცევიან, თუ დადგინდა მათი მნიშვნელოვნება ბიომრავალფეროვნებისთვის. ამდენად, იმის და მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ შემთხვევაში, ამ ტერიტორიებზე კაშხლებისა და სხვა ჰიდროკვანძების მშენებლობის გეგმებმა შესაძლებელია  განიცადის სერიოზული ცვლილება.

ანალოგიურ სიტუაციაში, 2015 წელს, ბერნის კონვენციამ მოუწოდა მაკედონიის მთავრობას შეეჩერებინა ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობა მავროვოს დაცული ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე ზურმუხტის ქსელის კანდიდატი ტერიტორია და ბიომრავალფეროვნების "ცხელი წერტილია". ამის შემდეგ, როგორც მსოფლიო ბანკმა, ასევე ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკმა უარი განაცხადეს პარკში ორი ჰიდროპროექტის დაფინანსებაზე.

ზემო სვანეთში, 280 მეგავატიანი ნენსკრას ჰესის პროექტი საქართველოს მთავრობის გეგმებში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. ჰესი დაფინანსების 75%–ს მიიღებს საერთაშორისო განვითარების ბანკებისგან: მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, აზიის ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ბანკისგან და აზიის განვითარების ბანკისგან.

ნენსკრას და სხვა პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კონფლიქტები; როგორიცაა სვანეთის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, ასევე  მრავალწლიანი კონფლიქტი  სვანეთის მკვიდრ მოსახლეობის ტერიტორიების ირგვლივ, საკმარის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს იმისთვის, რომ განვითარების ბანკები სვანეთს განიხილავდნენ მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აკრძალულ ზონად. თუმცა, ამ დრომდე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გამოხატავენ მზადყოფნას ჩადონ ინვესტიციები საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში, მიუხედავად მასთან დაკავშირებული რისკებისა, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ ბუნებას და მის მოსახლეობას ემუქრება. 

ავტორი: დავით ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივა

ბლოგი გამოქვეყნდა ვებ-პორტალზე: CEE Bankwatch network