2015 წლის 27 იანვარს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმამართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #21/1556 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „RMG Gold“-ისათვის საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე ლიცენზიის ვადის გაგრძელების საკითხის განხილვის მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;

2. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება, რომლითაც შპს RMG GOLD-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (სერია 53 ნომერი 0010 ტიპი  VI ABC) საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს უძველი მაღაროს ტერიტორიაზე მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

2015 წლის 27 იანვარს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში შედგა ადმინისტრაციული საჩივრის ზეპოირი მოსმენა. 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ოქმი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის 2015 წლის 27 თებერვლის #ი-142 ბრძანებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.