მწვანე ალტერნატივა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო  ხელშეკრულების ასლს ითხოვს

მოპასუხე მხარე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

2009 წლის 22 მაისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ხელშეკრულების ასლის მოპოვების ერთწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ,  მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს რუსთავწყალკანალის, შპს მცხეთაწყალკანალის, შპს საქწყალკანალისა და შპს თბილისის წყალის 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს შორის 2008 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ასლის გადმოცემა და დოკუმენტის გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლა.

 მწვანე ალტერნატივას სარჩელი

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაგებელი

ათი თვის განმავლობაში სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა შვიდჯერ გადაიდო. გადადების მიზეზი კი ის გახდა, რომ ვერ მოხერხდა დავის მესამე მხარის – მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის – პროცესში ჩართვა. როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ ფლობდა ინფორმაცის არც კომპანიის და არც მისი რომელიმე წარმომადგენლის ადგილსამყოფელის შესახებ. სასამართლომ კი ვერ შესძლო საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების ვინაობისა და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოძიება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე მწვანე ალტერნატივამ შეძლო და სასამართლოს გადასცა. საბოლოოდ, სასამართლომ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მესამე მხარის ჩართვა დამატებით სამი გადადებული სხდომის შედეგად შეძლო და საქმის ძირითადი განხილვა სარჩელის შეტანიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ – 2010 წლის მაისში დაიწყო.

საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მწვანე ალტერნავამ სასამართლოს სარჩელის მოთხოვნათა გაზრდის  შუამდგომლობით მიმართა. სანამ მწვანე ალტერნატივა კომპანიის წარმომადგენელის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა, ხელშეკრულებაში, რომლის მოპოვებასაც ორგანიზაცია ცდილობდა, ცვლილებები შევიდა. აღნიშნული შუამდგომლობით მწვანე ალტერნატივა დამატებით ითხოვდა ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების ასლს.

მწვანე ალტერნატივას შუამდგომლობა

სასამართლო სხდომის ოქმი 17 მაისი 2010

სასამართლო სხდომის ოქმი 08 ივნისი 2010

სასამართლოს მიმდინარეობისას მწვანე ალტერნატივამ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის მოთხოვნის პასუხად, 2010 წლის 15 აპრილს (ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად) საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე რიგ საჯარო დოკუმენტენტებთან ერთად განთავსდა  ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი დანართებისა და ხელშეკრულებაში შესული ცვლილების გარეშე.

მწვანე ალტერნატივამ დოკუმენტი დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება. კერძოდ, ორგანიზაცია აღარ ითხოვდა ხელშეკრულების ძირითად ტექსტს და ითხოვდა მხოლოდ ხელშეკრულების დანართებისა და ცვლილების შესახებ შეთანხმების გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლას. 

სასამართლო სხდომის ოქმი 22 ივნისი 2010

სასამართლო სხდომის ოქმი 9 ივლისი 2010

2010 წლის 9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – მოსამართელე ნ. შარაძე

2010 წლის 3 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი მოთხოვნით – ბათილად ყოფილიყო ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებულიყო მწვანე ალტერნატივას სარჩელი.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

2010 წლის 29 დეკემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება.

სასამართლო სხდომის ოქმი

სააპელაციო სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: ქ. დუგლაძე, მ. ლომიძე და ლ. მამულაშვილი

2011 წლის 4 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ უზენაესს სასამართლოში შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი

2011 წლის 7 მარტის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით მწვანე ალტერნატივას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება.

უზენაესი სასამართლოს განჩინება – მოსამართლეები: ლ. მურუსიძე, მ. ვაჩაძე და პ. სილაგაძე