2015 წლის 9 თებერვალს მწვანე ალტერნატივასმ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა:

1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის №2/271 ბრძანება.

2. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს RMG Gold-ს მიეცა თანხმობა არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) შესახებ.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

2015 წლის 27 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატიცვას საჩივარი განუხიველად დატოვების შესახებ. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის #03/55 ბრძანება

მწვანე ალტერნატივამ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელა.