2012 წლის 5 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიას და მოითხოვა  საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 5 სექტემბრამდე გამოცემული განკარგულებების ასლების გადაცემა.

მწვანე ალტერნატივას წერილი

საქართველოს მთავრობის კანცელარიამ არ უზრუნველყო მოთხოვნილი ინფორმაციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში მწვანე ალტერნატივასათვის გადაცემა.

2012 წლის 20 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიას და მოითხოვა  დაევალოს საქართველოს მთავრობის კანცელარიას გადასცეს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას 2012 წლის 5 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

2012 წლის 20 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის #9029 წერილით  მწვანე ალტერნატივას გადაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, ამიტომ  ორგანიზაციამ გამოიხმო ადმინისტრაციული საჩივარი.