მოპასუხე: საქართველოს მთავრობა

მესამე პირები: სს“დარიალი ენერჯი“, სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

2012 წლის 21 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის #2247 განკარგულების ბათილად ცნობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებითურთ. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო სხდომაზე 2012 წლის 6 დეკემბერს (სხდომის ოქმი) სპეციალისტის სახით დაკითხულმა გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა (სადავო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების დროისათვის) ნიკოლოზ ჭახნაკიამ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის #2247 განკარგულება, რომლის არსებობა  მანამდე საზოგადოებისათვის არ ყოფილა ცნობილი. განკარგულების თანახმად, სს „დარიალი ენერჯის“ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის "დარიალი ჰესის" მშენებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გამოეყო 87737 კვ.მ მიწის ფართობი. იმავე სასამართლო სხდომაზე სს "დარიალი ენერჯის" წარმომადგენელმა წარმოადგინა აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სს "დარიალი ენერჯის" შორის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს "დარიალი ენერჯის" ჰიდროელექტროსადგურის "დარიალი ჰესის" მშენებლობისათვის 2013 წლის 01 იანვრამდე გამოეყო 87737კვ.მ მიწის ფართობი სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის #2247 განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებითურთ.

თავდაპირველად საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო შარაძე განიხილავდა. 2013 წლის 20 მარტს შედგა საქმის მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც მოსამართლემ მხარეებს განუმარტა, რომ მთავრი სხდომის თარიღი დამატებით ეცნობებოდათ. საქმის განხილვა მხოლოდ 2014 წლის 24 ოქტომებრს, ანუ სარჩელის შეტანიდან თითქმის 2 წლის შემდეგ განახლდა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ნინო ბუაჩიძეს გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მწვანე ალტერნატივამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპალაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი

სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს შესაგებელი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაგებელი