2014  წლის 8 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი :

1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 06 მარტის №05/09/221 დასკვნა; და

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 13 მარტის №01/01-1227 გადაწყვეტილება შპს RMG GOLD-სათვის სამთო საქმიანობის განხორციელების მიზნით დადებითი დასკვნის გაცემის შესახებ.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

2014  წლის  23 აპრილს მწვანე ალტერნატივამ მიიღო საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციას  შესაძლებლობა აქვს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე წარადგინოს თავისი მოსაზრება. 

2014 წლის 28 აპრილს მწვანე ალტერნატივამ მთავრობის კანცელარიაში წარადგინა მოსაზრება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებიას მიღების საფუძვლების არ არსებობის თაობაზე. თუმცა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უირიდიული დემარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას 2014 წლის 6 მაისის წერილით მწვანე ალტერნატივას ეცნობა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.   

მწვანე ალტერნატივამ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელა.