2014 წლის 11 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს და მოითხოვა:

1. „საქართველოს მთავრობას, „CLEAN ENERGY INVEST AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის #1844 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი; და

2.“ჰიდროელექტროსადგურ “ნენსკრა”-ს” პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის #1789 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, სოფიო სიჭინავას 2014 წლის 18 ნოემბრის წერილით მწვანე ალტერნატივას ეცნობა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მწვანე ალტერნატივამ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელა.