2018 წლის 12 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-239, რომლითაც შპს „ბუკაპის“ ქ. ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და წარმადობის გაზრდის უფლება მიენიჭა. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.  

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების, ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.  ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.  

შპს „ბუკაპის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და წარმადობის გაზრდაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ; თუმცა, სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისათვის იხელმძღვანელა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი, ასეთი შემთხვევებისათვის უკვე ძალადაკარგული  წესით.

2018 წლის 14 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 12 აპრილის #2-239  ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.