დავა რაიონულ სასამართლოში

მომჩივანები: ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივა და ზაზა წიკლაური
მოპასუხე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი: სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“
მოსამართლე: კობა გოცირიძე

მწვანე ალტერნატივამ და ზაზა წიკლაურმა სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოითხოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "დარიალის" მშენებლობის ნებართვა გაიცა.

სარჩელი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაგებელი

სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაგებელი

მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივასა და ზაზა წიკლაურის სარჩელი.


დავა სააპელაციო სასამართლოში

აპელანტები: ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივა და ზაზა წიკლაური
მოპასუხე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი: სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი

2017 წლის 7 აპრილს მწვანე ალტერნატივამ და ზაზა წიკლაურმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

 სს “ელექტროსისტემამ“ სასამართლოს დავალებით წარმოადგინა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ  საქართველოს მთავრობას, სს “სახელმწიფო ელექტროსისტემასა“  და სს „დარიალი ენერჯის“ შორის დადებული ხელშეკრულება (ქართულად და ინგლისურად) დანართების გარეშე.

2018 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შედგა საქმის არსებითი განხილვა. 2018 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას და ზაზა წიკლაურის საჩივარი, თუმცა გადაწყვეტილების ტექსტი მხარეებს ჯერ კიდევ არ გადასცემია (28.05.2019).