მოქალქე ზაზა წიკლაურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა იმ აქტების ბათილად ცნობა რომლითაც (1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექროსისტემას“ ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი 110“ რეკონსტრუქციის პროექტი გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან და (2) ხაზის რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცა.

ადმინისტრაციული საჩივარი

2016 წლის 5 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საჩივრის ზეპირი მოსმენა.

ზეპირი მოსმენის ოქმი

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #1555 განკარგულებით ზაზა წიკლაურს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის  დაკმაყოფილებაზე. 

საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ზაზა წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.