მოსაპუხე: საქართველოს მთავრობა

მესამე პირები: CLEAN ENERGY INVEST AS, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“, სს „საპარტნიორო ფონდი“, სს „ნენსკრა“

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელია

2014 წლის 11 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

1. „საქართველოს მთავრობას, „CLEAN ENERGY INVEST AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის #1844 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი; და

2.“ჰიდროელექტროსადგურ “ნენსკრა”-ს” პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის #1789 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლი.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

დანართი 1: მწვანე ალტერნატივას 2014 წლის 13 ოქტომბრის #04/06-151 განცხადება;

დანართი 2: მწვანე ალტერნატივას 2014 წლის 08 ოქტომბრის #04/06-150  განცხადება;

დანართი 3: საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის 2014 წლის 16 ოქტომბრის #34957 წერილი;

დანართი 4: საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის 2014 წლის 15 ოქტომბრის #34698 წერილი;

საქართველოს მთავრობის შესაგებელი

მწვანე ალტერნატივას შუამდგომლობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაევალ მწვანე ალტერნატივასათვის  „საქართველოს მთავრობას, „CLEAN ENERGY INVEST AS“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს შორის დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ოქტომბრის #1844 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და “ჰიდროელექტროსადგურ “ნენსკრა”-ს” პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 სექტემბრის #1789 განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების იმ ნაწილის გადმოცემა, რომელიც არ შეიცავს კომენრციულ საიდუმლოებას.