2015 წლის 18 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა (1) ხუდონჰესის მშენებლობის, ექსპლუატაციასა და მფლობელობის შესახებ საქართველოს მთავრობას, შპს "ტრანს ელექტრიკა ლიმითედს", შპს "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას", შპს "ენერგოტრანსსა" და დს "ელექტროენერგეტკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და (2) ამ ხელშეკრულებაში 2015 წლის 9 სექტემბერს ცვლილებების თაობაზე დადებული შეთანხმების გაუქმება.

მწვანე ალტერნატივას მოთხოვნის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შეთანხმებები საქართველოს მთავრობის სახელით მხოლოდ ინგლისურ (არასახელმწიფო) ენაზეა გაფორმებული.

სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმეზე დადგინდა ხარვეზი. სასამართლომ მიიჩნია, რომ  „წარმოსადგენია საქარველოს მთავრობას, შპს ,,ტრანს ელექტრიკა ლიმითედს”, შპს ,,ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას”, შპს ,,ენერგოტრანსსა” და სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს” შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულების და იმავე მხარეებს შორის 2015 წლის 09 სექტემბერს დადებული შეთანხმების ცვლილებების შეტანის შესახებ, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი სრული სახით“; ანუ, მწვანე ალტერნატივას დაევალა საქართველოს მთავრობის მიერ არასახელმწიფო ენაზე დადებული ხელშეკრულების სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების უზრუნველყოფა.

განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე

საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მირანდა ერემაძე.