მოსარჩელე: შოთა ბუჩუკური

მოპასუხეები: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქმე განიხილა მოსამართლე ანა ჩხეტიამ

2017 წლის 4 სექტემბერს შოთა ბუჩუკურმა, მწვანე ალტერნატივას დახმარებით, სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქსანი-სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობა. კერძოდ, შოთა ბუჩუკურმა მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 23 მარტის #54-04 ბრძანება “ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაანამდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდას“ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე;

2. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის #121-04 ბრძანება “ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაანამდე (პკ0+პკ.327+44-მდე) 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდას“ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

3. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 7 ოქტომბრის #179-04 ბრძანება „დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფერ ოქრუაანიდან და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჩხოტამდე „ქსანი-სტეფანწმინდას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ.327+44-დან – პკ.950+18-მდე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ;

4. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის #204-04 ბრძანება სოფელ ოქრუანიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჩხოტამდე, ,,ქსანი­სტეფანწმინდას“ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეორე მონაკვეთის (პკ327+44 და ნპკ.950+18- მდე) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ასევე, შოთა ბუჩუკურმა მოითხოვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით შოთა ბუჩუკურის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებაზე არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 12 ოქტომბერს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი.

2018 წლის 2 მარტს სასამართლოს შესაგებელი წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

2018 წლის 23 მარტს კი, შესაგებელი წარადგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

13 თვის განმავლობაში საქმის განხილვისთვის ერთი მოსამზადებელი და ხუთი მთავარი სხდომის ჩატარების შედეგად მოსამართლემ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება:

1. 2018 წლის 22 ოქტომბერის გადაწყვეტილება შოთა ბუჩუკურის სარჩელზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 7 ოქტომბრის №179-04 ბრძანებისა და 2016 წლის 1 დეკემბრის №204-04 ბრძანების, ასევე, მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელის დაუშველობის გამო;

2. 2018 წლის 22 ოქტომბერის გადაწყვეტილება სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N11-04 და 2018 წლის 30 მარტის N46-04 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შოთა ბუჩუკურის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე;

3. 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება შოთა ბუჩუკურის სარჩელზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 23 მარტის №54-04 ბრძანებისა და 2016 წლის 19 ივლისის №121-04 ბრძანების, ასევე, მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაუშველობის გამო  საქმის წარმოება შეწყვეტის თაობაზე.


დავა სააპელაციო სასამართლოში

შოთა ბუჩუკურმა, მწვანე ალტერნატივას დახმარებით, 2018 წლის 12 ნოემბერს კერძო საჩივრები წარადგინა სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს სამივე გადაწყვეტილებაზე.

1. კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №3/6054-17);

2. კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №3/6054-17);

3. კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე №3/6054-17);