მწვანე ალტერნატივამ  წერილით მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და მოითხოვა „შპს ,,ენკა რინიუებლზის“ მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის ნებართვისა და ნებართვის გაცემისათვის სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების სრული დოკუმენტაციის ასლი.

ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მწვანე ალტერნატივას მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცემული აქტები გადასცა.

2020 წლის 29 ივნისს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს და მოითხოვა: (1) სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის  გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და (2)მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის  გაცემა.

საჩივარზე პასუხად, 2020 წლის 12 აგვისტოს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მწვანე ალტერნატივას გადაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია – ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.