მოპასუხეები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

მესამე პირი: შპს RMG Gold

2015 წლის 31 მარტს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და  მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება, რომლითაც შპს RMG GOLD-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (სერია 53 ნომერი 0010 ტიპი  VI ABC) საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს უძველი მაღაროს ტერიტორიაზე მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის #ი-142 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ..

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

დანართი 1. ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივამ 2014 წლის 23 დეკემბერს #04/09/01-159 წერილი;

დანართი 2. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის #21/1452 წერილი;

დანართი 3. შპს RMG Gold-ის 2014 წლის 15 დეკემბრის #449/1 წერილი;

დანართი 4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს  2014 წლის 23 დეკემბრის #21/1376 წერილი;

დანართი 5.  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #21/1610 წერილი;

დანართი 6. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #21/1556 წერილი;

დანართი 7.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2015 წლის 9 იანვრის #627 წერილი;

დანართი 8.  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის #2597 განკარგულება;

დანართი 9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 30 დეკემბრის #7615 წერილი;

დანართი 10. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 30 დეკემბრის #2-03/9107 წერილი;

დანართი 11.  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება;

დანართი 12. მწვანე ალტერნატივას 2015 წლის 27 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი 13. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 თებერვლის #ი-142 ბრძანება;

დანართი 14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

დანართი 15.  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება;

დანართი 16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინება;

დანართი 17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის განჩინება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ილონა თოდუას 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაგებელი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაგებელი

შპს RMG Gold-ის შესაგებელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (მოსამართლე – ილონა თოდუა) მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დავა სააპეაციო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მწვანე ალეტრენატივას აპელაცია
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაგებელი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაგებელი
შპს RMG Gold-ის შესაგებელი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მანანა ჩოხელი (თავმჯდომარე), გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების დასაბუთება მწვანე ალტერნატივას მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ 2018 წლის 30 აპრილს გადაეცა. 

დავა უზენაეს სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივას" სააპელაციო საჩივრის მოტივების გათვალისწინებით არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეუმოწმებია. ამიტომ, ორგანიზაციამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივას" სარჩელი.

მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივარი