2013 წლის 13 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის 2012 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშის ასლის გადმოცემა.

წერილის პასუხად მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროდან  გადმოეგზავნა RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის 2012 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშის ასლის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება კანონით არის დასაშვები. ამასთანავე, ორგანიზაციას განემარტა, რომ "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

2013 წლის 1 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ კვლავ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა: შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის გარემოს დაცვის სამსახურის კვლევითი ლაბორატორიის მიერ ჩამდინარე წყლებზე განხორციელდებოდა სისტემატიური  ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2013 წლის 26 აგვისტოს #1672 წერილით მოწოდებული შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის 2012 წლის შემოკლებული საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშის თანახმად, თან ერთვის ანგარიშს.

აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხად, კი მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის მიერ ჩამდინარე წყლების მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, მისი თვისებებისა და პარამეტრების შესახებ ინფორმარმაციის მიღება და წიაღის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ეს ინფორმაცია წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე მწვანე ალტერნატივამ 2013 წლის 14 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  და მოითხოვა  დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მწვანე ალტერნატივას მიერ 1 ოქტომბერს განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

დანართი #1. მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 13 აგვისტოს #04/09/01-105 განცხადება;

დანართი #2: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 26 აგვისტოს #1672 წერილი;

დანართი #3: მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 1 ოქტომბრის #04/09/01-112 განცხადება;

დანართი #4: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 22 ოქტომბრის #2620 წერილი;

2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა.

ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი

2013 წლის 16 დეკემბრის ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მიიღო მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის #344-ე ბრძანება

მწვანე ალტერნატივამ  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 დეკემბრის  #344 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სამამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის განუხილველად სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესერსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 დეკემბრის  #ი-344 ბრძანება მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და  დაავალა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს პოზიცია გაიზიარა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება.

შედეგად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2015 წლის 13 ივლისს გამოსცა ბრძანება #ი-499 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მწვანე ალტერნატივას საჩივრის ხელახლა განხილვისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

2015 წლის 30 ივლისს საჩივრის განხილვისათვის გაიმართა საკითხის ზეპირი მოსმენა (სხდომის აუდიოჩანაწერი).

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს #ი-621 ბრძანებით მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის 2015 წლის 17 აგვისტოს წერილით მწვანე ალტერნატივას (საკითხის ორი ინსტანციის სასამართლოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ორჯერ განხილვის შემდეგ) გადაეცა 2013 წლის 13 აგვისტოს მოთხოვნილი ინფორმაცია.