მოპასუხე მხარე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მესამე პირები: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, შპს RMG Gold და სს RMG Copper

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელია

2013 წლის 13 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის 2012 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშის ასლის გადმოცემა.

წერილის პასუხად მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროდან  გადმოეგზავნა RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის 2012 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშის ასლის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება კანონით არის დასაშვები. ამასთანავე ორგანიზაციას განემარტა, რომ "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

2013 წლის 1 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ კვლავ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა: შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის გარემოს დაცვის სამსახურის კვლევითი ლაბორატორიის მიერ ჩამდინარე წყლებზე განხორციელდებოდა სისტემატიური  ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2013 წლის 26 აგვისტოს #1672 წერილით მოწოდებული შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის 2012 წლის შემოკლებული საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშის თანახმად, თან ერთვის ანგარიშს.

აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხად, კი მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ შპს RMG Gold-ისა და სს RMG Copper-ის მიერ ჩამდინარე წყლების მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, მისი თვისებებისა და პარამეტრების შესახებ ინფორმარმაციის მიღება და წიაღის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ეს ინფორმაცია წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. 

მწვანე ალტერნატივამ 2013 წლის 14 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  და მოითხოვა  დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მწვანე ალტერნატივას მიერ 1 ოქტომბერს განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. მწავნე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2014 წლის 23 იანვარს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

1. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 1 ოქტომბრის #04/09/01-112 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მწვანე ალტერნატივასათვის გადაცემა;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესრუსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 დეკემბრის  #ი-344 ბრძანება;

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

დანართი #1. მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 13 აგვისტოს #04/09/01-105 განცხადება;

დანართი #2: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 26 აგვისტოს #1672 წერილი;

დანართი #3: მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 1 ოქტომბრის #04/09/01-112 განცხადება;

დანართი #4: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 22 ოქტომბრის #2620 წერილი;

დანართი #5: მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი #6: ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი;

დანართი #7: გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის #344-ე ბრძანება;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაგებელი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაგებელი

თბილისის საქალაქო სამამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის განუხილველად სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესერსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 დეკემბრის  #ი-344 ბრძანება მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და  დაავალა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 


დავა სააპელაციო სასამართლოში

მოსამართლე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე ნანა კობახიძე

2014 წლის 22 აგვიტოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ  საჩივარი წარადგინა სააპელაციო თბილისის სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი

მწვანე ალტერნატივას შესაგებელი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სამამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.