მოპასუხე მხარე: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა

2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების და 2013 წლის 9 სექტემბერს  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარები წარადგინა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

გასაჩივრებული 5 ივლისის აქტით, კომპანია RMG Gold-ის განცხადებისა და ამ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა; ხოლო 9 სექტემბრის ბრძანებით კომპანია RMG-ის მიეცა თანხმობა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში აწარმოოს ისეთი სახის საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც არ დააზიანებს ან არ შეუქმნის დაზიანების საფრთხეს ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს.

2013 წლის 3 ოქტომბრისა და 4 ოქტომბრის განკარგულებებით საქართველოს მთავრობამ მიიღო ზემოთ ხსენებული ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

2013 წლის 19 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

1) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით;

2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანება;

3) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის  2013 წლის 3 ოქტომბრის № 1430 განკარგულება;

4)ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, განკარგულება №1433, 04/10/2013 და „დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1435, 04/10/2013;

5) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის #1436 განკარგულება;

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

დანართი 1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის # 03/108 ბრძანება.

დანართი  2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის #03/82 ბრძანება;

დანართი 3. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 16 ივლისის განცხადება;

დანართი 4. კომპანია “არემჯი”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზურაბ ქუთელიას მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის 2013 წლის 26 აპრილს გაგზავნილი წერილი №034/13;

დანართი 5. ამონარიდები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარდგენილი 2007, 2008, 2009 და 2010 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშებიდან;

დანართი  6. არმეჯი-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია;

დანართი 7. საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 8 ივლისის გაგზავნილი წერილი #01/13-2685;

დანართი 8. პრემიერ მინისტრის 2013 წლის 1 მაისის წერილი # 14962.

დანართი 9. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არეოლოგიური ცენტრის უფროსის, ზურაბ მახარაძის 2013 წლის 21 ტებერვლის #01/01-200 წერილი საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ მარინე მიზანდარს.

დანართი 10. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის №03/82 ბრძანებით შექმნილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნა;

დანართი 11: ტექნიკურ მეცნირებათა კანდიდატისა და აკადემიურ დოქტორის, ნ. შეყრილაძეს და ტექნიკურ მეცნირებათა კანდიდატისა და აკადემიურ დოქტორის რ. მიხელსონის დასკვნა

დანართი 12: საქართველოს არექეოლოგიური კომისიის მიერ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ქალბატონი ირინე ღამბაშიძის სახელზე 2005 წლის 16 მაისს გაცემული ნებართვის ასლი

დანართი 13: საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის უფროსის, ზ. მახარაძის 2013 წლის 11 ივნისის წერილი

დანართი 14. ყაჩაღიანის უბნის ისტორიული მაღაროს გეოლოგიური და საინჟინრო მომიხილვა, ა.თვალჭრელიძე და ო.ქუცნაშვილი.

დანართი 15: ამონარიდი მადნეულისა და კვარციტის 2010 და 2011 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშიდან საყდრისის ოქრო-სპილენძის საბადოსთან დაკავშირებით

დანართი 16. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 27 ივნისის წერილი

დანართი 17. სსიპ გრიგოლ წულიკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორის, ნიკოლოზ ჩიხრაძის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილი # 07.01-10/119, 10.07.2013

დანართი 18. საყდრისი ყაჩაღიანის უბნის უძველესი სამთამადნო ძეგლის შესახებ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მყარი წიაღისეულის განყოფილების გამგე, გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი ვ.გეელეიშვილისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორის ნ. ქაჯაიას დასკვნა.

დანართი 19. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტენიკური ცენტრი „დელტას“ სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული „საყდრისი უძველესი მაღაროს მადნური ქანების კვლევა.

დანართი 20. ამონარიდი მადნეულისა და კვარციტის 2011 წლის საინფორმაციო გეოლოგიური ანგარიშიდან

დანართი 21. შპს ჯეოინჟინირინგის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

დანართი 22. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისათვის არემჯი გოლდის გენერალური დირექტორის მიერ 2013 წლის 27 მაისის გაგზავნილი წერილი#341.

დანართი 23: მწვანე ალტერნატივასა და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი 24: დავით სახვაძის, მარინე ცინცაბაძის, ჯუმბერ ხანთაძის, გიგო ჯანდიერის ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი 25: საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2013 წლის 23 აგვისტოს #27617 წერილი.

დანართი 26. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 03 ოქტომბრის განკარგულება

დანართი 27. საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2013 წლის 26 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი.

დანართი 28. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანება.

დანართი 29. მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი 30. „ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1433, 04/10/2013

დანართი 31. დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივარი

დანართი 32. „დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება საქართველოს მთავრობა №1435, 04/10/2013

დანართი 33. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის #1436 განკარგულება. 

2013 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება მწვანე ალტერნატივას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

საქალაქო სასამართლოს განჩინება

2013 წლის 24 დეკემბერს 13.00 თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა სასამართლოს პირველი სხდომა, რომელზეც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ წარმოადგინეს შესაგებლები. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „RMG Gold”.

კულტურის სამინისტროს შესაგებელი

მთავრობის შესაგებელი

2014 წლის 7 თებერვალს 16.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა სასამართლო მეორე სხდომა.  სხდომა გადაიდო მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობაზე მოლაპარაკებისათვის.

2014 წლის 12 მარტს 17.30 საათზე შედგა სასამართლოს მესამე სხდომა გაიმართა. იმის გამო, რომ მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობაზე მოლაპარაკება არ შედგა, სასამართლომ განაგრძო საქმის განხილვა.

2014 წლის 22 აპრილს, 14.00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შედგა მეოთხე სხდომა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დავაში მხარედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2014 წლის 13 მაისს 12.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება სასამართლოს მორიგი სხდომა. 

2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა. სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო კულტურისა და ძეგლთა და დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის #03/108 ბრძანება და დაავალა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 

 სასამართლომ ბათილად ცნო:

- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანება;
- საქართველოს მთავრობის  2013 წლის 3 ოქტომბრის № 1430 განკარგულება;
- „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“, საქართველოს მთავრობის განკარგულება №1433, 04/10/2013
- „დავით სახვაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1435, 04/10/2013;
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის #1436 განკარგულება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილება
 


დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში

მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი
საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჩივარი
RMG Gold-ის სააპელაციო საჩივარი

2015 წლის 2 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივას მოთხოვნა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო კულტურისა და ძეგლთა და დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის #03/108 ბრძანება, რომლითაც საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს მოეხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი და დაავალა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 

საქმე განიხილა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის (თავმჯდომარე), ირაკლი შენგელიასა და თეა თადაშვილის შემადგენლობით. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება


დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში

2015 წლის 17 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.  

2015 წლის 21 აპრილს  საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს მთავრობამაც მიმართა საკასაციო საჩივრით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1430-ე, 1433-ე, 1435-ე და 1436-ე განკარგულებების ბათილად ცნობის შესახებ.

2015 წლის 15 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, მოსამართლე ლევან მურუსიძის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიღების შესახებ. განჩინების თანახმად, დასაშვებობა შემოწმდება მხარეთა დასწრების გარეშე 2015 წლის 21 ივლისს. 

2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატამ (ლევან მურუსიძის (თავმჯდომარე), მაია ვაჩაძის და ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით) დაუშვებლად სცნო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შპს RMG Gold-ისა და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განჩინება. 

უზენაესი სასამართლოს განჩინება