2014 წლის 3 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გასაჩივრებული აქტით ქ.  თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

2014 წლის 11 თებერვლის ზეპირი მოსმენის ოქმი

2014 წლის 17 თებერვლის ზეპირი მოსმენის ოქმი

ქ, თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 24 თებერვლის #363 განკარგულებით მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილოებაზე.

მწვანე ალტერნატივა დავას თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგძელა.