2018 წლის 28 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა 2015 წლის 1 იანვრიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მოწოდების მომენტამდე სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპონდენციის ელექტრონული რეესტრის გადაცემა.

თვენახევრის განმავლობაში აქტიური მიმოწერის შემდეგ,  სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მწვანე ალტერნატივას განუმარტა, რომ სააგენტოს კორესპონდენციის რეესტრი არ არის საჯარო ინფორმაცია.

2018 წლის 27 აპრილს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და

მოითხოვა სააგენტოს გადაწყვეტილების (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი) ბათილად ცნობა და მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის  გადაცემა.

მწვანე ალტერნატივას სარჩელი