მოპასუხეები: ქ. თბილისის მერია და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირი: შპს „ტიფლის კოსტავა“

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კლეგიის მოსამართლე მირანდა ერემაძე

2014 წლის 4 მარტს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებისა და სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანების ბათილად ცნობა.

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით თბილისის მერმა დაამტკიცა ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომლითაც გაიზარდა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები; ხოლო, 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანებით  სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებით მწვანე ალტერნატივას სასარჩელო განცხადების განხილვის საქმე გაერთიანდა თეიმურაზ კალანდაძისა და ზურაბ ბაქრაძის სასარჩელო განცხადების განხილვის საქმესთან.

2014 წლის 14 აგვისტოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელე ზურაბ ბაქრაძის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ქალაქ თბილისის მერიის შესაგებელი

ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის შესაგებელი

შპს ტიფლის კოსტავას შესაგებელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

საქმე განიხილა მოსამართლე მირანდა ერემაძემ. 


დავა სააპელაციო სასამართლოში

2016 წლის 12 აპრილს ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ორგანიზაციამ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს „გრაალმა“ და შპს „ტიფლის კოსტავამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

საქმე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ.


დავა უზენაეს სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მწვანე ალტერნატივამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.   

2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო მწვანე ალტერნატივას საჩივარი.

2019 წლის 16 იანვარს მწვანე ალტერნატივას ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს  2018 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მწვანე ალტერნატივას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც  ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით  სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა.

საქმე განიხილა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე – მაია ვაჩაძე (მომხსენებელი), მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე და ვასილ როინიშვილი