მოპასუხე მხარე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მესამე პირები: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, შპს „კასარა“, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „სამშენებლო მასალები“

მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი

2013 წლის 2 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის #31 ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემა.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროდან გადმოეგზავნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის 11 მარტის სხდომის ოქმის ის ნაწილი, რომლის გასაჯაროება კანონით არის დასაშვები და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის #1, #2, #3 ბრძანების ასლები, ამასთანავე ორგანიზაციას განემარტა, რომ "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია წიაღის აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებებისა ან პარამეტრების შესახებ წარმოადგენს იმ სუბიექტების საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია. დაუშვებელია სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

2013 წლის 20 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ კვლავ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა: 1. "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის მისაღებად სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილების ასლების მოწოდება; 2. მწვანე ალტერნატივას მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კატეგორიის შესახებ ინფორმაცია; 3. ზემოაღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხად, კი მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროს არ მიუმართავს ინფორმაციის მესაკუთრისათვის თანხმობის მიღების მიზნით, რადგან აღნიშნულის ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს არ ეკისრება და რომ მწვანე ალტერნატივას მიერ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მითითების შემთხვევაში სამინისტრო მზად არის გამოითხოვოს მოცემული თანხმობა. ასევე ორგანიზაცია კვლავ დამატებით განემარტა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტების საიდუმლოობა "წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლით პირდაპირ არის გათვალისწინებული და რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე ასოციაციის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების საიდუმლოდ მიჩნევის შესახებ.

მწვანე ალტერნატივამ 2013 წლის 12 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში  და მოითხოვა  დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მწვანე ალტერნატივას მიერ 2013 წლის 2 აგვისტოს და 20 აგვისტოს განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. მწავნე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2013 წლის 29 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:

1) დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის  02 აგვისტოს  #04/02152 და 2013 წლის 20 აგვისტოს #04/02-153 განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის  გადმოცემა ასოციაცია "მწვანე ალტერნატივასათვის";

2) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესრუსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის #ი-253 ბრძანება;

მწვანე ალტერნატივას სარჩელი

დანართი 1. მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 02 აგვისტოს #04/02-152 განცხადება;

დანართი 2.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 14 აგვისტოს #1505 წერილი;

დანართი 3. მწვანე ალტერნატივას 2013 წლის 20 აგვისტოს #04/02-153 განცხადება;

დანართი 4.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013 წლის 23 აგვისტოს #1644 წერილი;

დანართი 5.მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი;

დანართი 6.ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი;

დანართი 7.გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის #253-ე ბრძანება;

მწვანე ალტერნატივას საჩივართან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 12 ნოემბერს წარმოადგინა შესაგებელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს შესაგებელი

თბილისის საქალაქო სამამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მწვანე ალტერნატივას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 


დავა სააპელაციო სასამართლოში

მოსამართლე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე მერაბ ლომიძე

2015 წლის 19 მარტს მწვანე ალტერნატივამ საჩივარი წარადგინა სააპელაციო თბილისის სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაგებელი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაგებელი

შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიზ კომპანის შესაგებელი

შპს კასარას შესაგებელი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება

 


დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მწვანე ალტერნატივამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით უზენაესმა სასამართლომ მწვანე ალტერნატივას საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

უზენაესი სასამართლოს განჩინება