მწვანე ალტერნატივა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომის ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემას ითხოვს

2013 წლის 2 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის #31 ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემა. ზემო აღნიშნული წერილის პასუხად მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროდან გადმოეგზავნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის …

»»»

მწვანე ალტერნატივა საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის დავალების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე ალტერნატივა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსათვის საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის დავალების შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს 2013 წლის 9 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. …

»»»

მწვანე ალტერნატივასა და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივარი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით

2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. გასაჩივრებული აქტით, კომპანია RMG Gold-ის განცხადებისა და ამ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი …

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას საჩივარი ტელეკომპანია მეცხრე არხის თვითმარეგულირების ორგანოს

ამა წლის 22 აპრილს, ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში, საინფორმაციო გადაცემაში – ახალი მეცხრეზე, გავიდა სიუჟეტი „ახალი დასკვნა ხუდონზე, ახალმა მასალებმა ჰესის ირგვლივ უთანხმოება უნდა გააბათილოს“. სიუჟეტის ავტორები: სიუჟეტის თანახმად, ხუდონჰესის მშენებელი კომპანია „ტრანსელექტრიკა“ უახლოეს დღეებში აპირებდა ახალი კვლევის წარმოდგენას;  ეს ანგარიში უპასუხებდა აპრილის დასაწყისში ნიდერლანდების სამეფოს გარემოზე ზემოქმედების  კომისიის ექსპერტთა მიერ გამოთქმულ ყველა  შენიშვნას.   ჩვენი …

»»»

მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავრობის განკარგულებების ასლს ითხოვს

2012 წლის 5 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიას და მოითხოვა  საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 5 სექტემბრამდე გამოცემული განკარგულებების ასლების გადაცემა. მწვანე ალტერნატივას წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ არ უზრუნველყო მოთხოვნილი ინფორმაციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში მწვანე ალტერნატივასათვის გადაცემა. 2012 წლის 20 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა …

»»»

Page 3 of 3123