მწვანე ალტერნატივა შპს „თათლიზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

2018 წლის 1 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-117 „შპს „თათლის“ მიერ ამორტიზირებული აკუმულატორებიდან ტყვიის სადნობი და დნობისას წარმოქმნილი ტყვიის შემცველი წიდის დროებითი დასაწყობების საწარმოს (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.   „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ …

»»»

მწვანე ალტერნატივა შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-96 „შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე (1 ახალი წისქვილის მოწყობისა და ექსპლუატაციის) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.   „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე …

»»»

შოთა ბუჩუკური და მწვანე ალტერნატივა ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას ითხოვენ

2017 წლის 4 სექტემბერს შოთა ბუჩუკურმა, მწვანე ალტერნატივას დახმარებით, სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქსანი-სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების ბათილად ცნობა. კერძოდ, შოთა ბუჩუკურმა მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: 1. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 23 მარტის #54-04 ბრძანება “ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაანამდე (პკ0+პკ.327+44-მდე) …

»»»

დავის საგანი – ქსანი-სტეფანწმინდას 500კვ ხაზის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯაროობა

2017 წლის 4 სექტემბერს შოთა ბუჩუკურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა (1) ქსანი სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ სსიპ ტექნიკური და  სამშენებლო  ზედამხედველობის სააგენტოს  უფროსის 2017  წლის 10  მაისის N94­4 ბრძანების ბათილად ცნობა და (2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის …

»»»

დავის საგანი – 500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

დავა საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე: ზაზა წიკლაური, შოთა ბუჩუკური და ააიპ მწვანე ალტერნატივა მოპასუხე; საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მესამე პირი: შპს ,,ენერგოტრანსი”, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. მწვანე ალტერნატივამ, შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა წარადგინეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და …

»»»

დარიალის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვა

დავა რაიონულ სასამართლოში მომჩივანები: ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივა და ზაზა წიკლაური მოპასუხე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა მესამე პირი: სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მოსამართლე: კობა გოცირიძე მწვანე ალტერნატივამ და ზაზა წიკლაურმა სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოითხოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "დარიალის" მშენებლობის ნებართვა გაიცა. სარჩელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის …

»»»

ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2016 წლის 21 აპრილს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის  მე-5 პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი პუნქტთან წინააღმდეგობის შემოწმება. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან …

»»»

მწვანე ალტერნატივა ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

2015 წლის 18 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა (1) ხუდონჰესის მშენებლობის, ექსპლუატაციასა და მფლობელობის შესახებ საქართველოს მთავრობას, შპს "ტრანს ელექტრიკა ლიმითედს", შპს "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას", შპს "ენერგოტრანსსა" და დს "ელექტროენერგეტკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და (2) ამ ხელშეკრულებაში 2015 წლის 9 სექტემბერს ცვლილებების თაობაზე დადებული …

»»»

მწვანე ალტერნატივა ონის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ მემორანდუმის გაუქმებას ითხოვს

2015 წლის 20 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ონის ჰესების კასკადების“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს მთავრობას, სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორ", სს "სახელმწიფო ელექტროსისტემასა"და სს "ონის კასკადს" შორის 2015 წლის 16 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმება. მწვანე ალტერნატივას მოთხოვნის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მემორანდუმი საქართველოს მთავრობის სახელით მხოლოდ …

»»»

მწვანე ალტერატივა RMG Gold-ისათვის წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

მოპასუხეები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მესამე პირი: შპს RMG Gold 2015 წლის 31 მარტს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში და  მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: 1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #478/ს ბრძანება, რომლითაც შპს RMG GOLD-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიას (სერია 53 …

»»»

Page 1 of 41234