„მწვანე ალტერნატივა“ გეპატიჟებათ თავისი მორიგი შეფასებითი ანგარიშის განხილვაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას.

2009 წლის დასაწყისში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2007-2008 წლების პერიოდს (ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org). ამჯერად წარმოდგენილი ანგარიში ერთგვარად აჯამებს 2007-2010 წლებში გატარებულ ღონისძიებებს და ამავე დროს, ასახავს 2009-2010 წლებში მიღწეულ პროგრესს.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ ანგარიშის „ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება“ პროექტი.

შეფასების მეთოდოლოგია
მიზანი 1: ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება;
მიზანი 2: ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დონის შეფასება;
მიზანი 3: საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციებისა და ოქმების რატიფიცირება;
მიზანი 4: გარემოსდაცვითი გეგმებისა და პროგრამების შემუშავება;
მიზანი 5: გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიღების ხელშეწყობა: სექტორული მიდგომა – წყალი და ნარჩენები;
მიზანი 6: ადმინისტრაციული სტრუქტურისა და პროცედურების გაძლიერება;
მიზანი 7: სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელების მიზნით;
მიზანი 8: ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი სტრუქტურების გაუმჯობესება;
მიზანი 9: საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესება;
მიზანი 10: გარემოს მდგომარეობის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;
მიზანი 11: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება;
მიზანი 12: თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან;
მიზანი 13: გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირება სხვა სექტორებში;
მიზანი 14: კიოტოს ოქმისა და გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესრულება;
მიზანი 15: ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის პოლიტიკის მდგრადობის ზრდა.

ჩამოტვირთეთ სრული ანგარიში

განხილვა შედგება ამა წლის 4 თებერვალს (პარასკევი), 15:00 სთ-ზე, „მწვანე ალტერნატივას“ ოფისში (ფალიაშვილის ქ. 27/29, მე-2 სართ.).

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

საკონტაქტო პირი:
ნათია ქსოვრელი
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ. 27/29
ტელ.: (995 32) 29 27 73, ფაქსი: (995 32) 22 38 74
ელ.ფოსტა: nksovreli@greenalt.org, greenalt@greenalt.org