ევროპის სამეზობლო პოლიტიკა რთული საკითხია, რომელიც ემყარება სხვადასხვა დოკუმენტებს. ამ ვებ-გვერდის დანიშნულებაა გააცნოს დაინტერესებულ პირებს მინიმალურად საჭირო ინფომაცია, რაც შესაძლებელს მისცემს მას აღიქვას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ყველა ასპექტი და მიიღოს სრულფასოვანი მონაწილეობა სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოში.

ქვემოთ იხილეთ დოკუმენტები.

საქართველოს მთავრობის დოკუმენტები

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის საქართველოს შესრულების ანგარიში (English version) pdf
ევროკავშირი – საქრთველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა 2007 (English version) pdf
დონორების დახმარება ევროკავშირი – საქრთველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში (English version) pdf

ევროკავშირის დოკუმენტები

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი 2007-2010 (Georgian version) (English version) pdf
ეროვნულ ინდიკატორული პროგრამა 2007-2010 (Georgian version) (English version) pdf
რეგიონალური ინდიკატორული პროგრამა 2007-2010 (English version) pdf
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა 2007 (პროგრეს რეპორტი) (English version) pdf

 

რა არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკა?

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია მეზობელ ქვეყნებს გაუნაწილოს ევროკავშირის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია დაესმაროს მეზობელ ქვეყანს შიდა რეფორმების განხორციელებაში თანასწორი თანამშრომლობისათვის.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა განსხვავდება ევროკავშირის პოტენციური წევრობის საკითხისგან. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობას ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს და წარმოადგენს გაფართოების ალტერნატივას.

თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს საერთო ფასეულობებზე ურთიერთვალდებულებების აღებას შემდეგ სფეროებში: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, უმცირესობათა უფლებები, კარგი სამეზობლო ურთიერთობები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება

რა არის სამეზობლო პოლიტიკის მთავარი დოკუმენტები საქართველოსთვის?

არსებობს ორი მთავარი დოკუმენტი რომელიც განსაზღვრავს სამეზბლო პოლიტიკის ჩარჩოს: პარტნიორონბისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება (199) და ევროკავშირი-მოლდოვეთის სამოქმედო გეგმა (ხელმოწერილია 2006 წლის ნოემბერში). გარდა ამისა, არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა დამატებითი დოკუმენტი, მათ შორის ევროკომისიის სტრატეგია სამეზობლო ქვეყნებთან, ENP+, რომელიც მოიცავს რეგიონალურ, თემატურ, ადამიანურ და სხვა მიმართულებებს.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტები

სტრატეგია

  • 2004 წლის მაისის სტრატეგია აყალიბებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პრინციპებს, გეოგრაფიულ საზღვრებს, მეთოდოლოგიას და გეოგრაფიული მნიშვნელობის მქონე საკითხებს
  • განმარტავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად საჭირო ფინანსურ ასპექტებს
  • ადგენს, თუ როგორ წარიმართება თანამშრომლობა ისეთ საკითხებში როგორიცაა ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ვაჭრობა და ენერგეტიკა
  • განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა წარმართოს ქმედებები ევროკავშირმა, რათა გაუნაწილოს მეზობელ ქვეყნებს გაფართოებით მიღებული სარგებელი

სამოქმედო გეგმები

  • სამოქმედო გეგმების მიზანია, რომ განსაზღვროს მეზობელი ქვეყნისა და ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგი პოლიტიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით. შესაბამისად, გარკვეულ სექტორებში დგება ერთობლივად განსაზღვრული პრიორიტეტები.
  • სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ვაჭრობა და პარტნიორების მომზადება ევროკავშირის შიდა ბაზარზე თანდათანობით ადგილის დასამკვიდრებლად, კანონის უზენაესობა და საშინაო საკითხები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საზოგადოების ინფორმირება, გარემოს დაცვა და მეცნიერება; ასევე სოციალური პოლიტიკა და ხალხთა შორის ურთიერთობა

ქვეყნის ანგარიში

  • ქვეყნის ანგარიში ასახავს პროგრესს ორმხრივი შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებაში
  • როგორ წესი, მოცემულია შესაბამის ქვეყნაში პოლიტიკური, ეკონომიური და ინსტიტუციური რეფორმების ანალიზი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, რომელთაც შეუძლიათ შექმნან საფუძველი მომავალი სამოქმედო გეგმებისთვის
  • 2005 წელს გამოქვეყნდა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ანგარიშები

რას წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თანამშრომლობის ინსტრუმენტი (ENPI)

ENPI წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს რომლის საშუალებითაც ევროკომიიის დახმარება მიემართება მეზობელი ქვეყნებისკენ. ფინანსური პროგრამები დაყოფილია ინსტრუმენტში კატეგორიებად: გეგრაფიული, ჰორიზონტალური, თემატური და ევროკავშირის პროგრამებით. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თანამშრომლობის გეოგრაფიული ინსტრუმენტი განკარგავს 11.8 მლრდ ბიუჯეტს 2007-2013 წლებისთვის (16 მეზობელი ქვეყანა). სხვა ინსტრუმენტები მოიცავს არა მარრო მეზობელ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც.

რას წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თანამშრომლობის ინსტრუმენტი (ENPI) ან ევროკომისიის დამხმარების პროგრამის სტრატეგიულ დოკუმენტებს?

  • ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტი 2007-2013 წლები – განსაზღვრავს ხანგრძლივ დროიანი თანამშრომლობის მიზნებს, განსაზღვრავს სტარტეგიულ პრიორიტეტებს და ქმედებებს სპეციფიურ სექტორებში.
  • ეროვნული ინდიკატორული პროგრამა 2007-2010 –ეფუძნება ქვეყნის სტრატეგიულ დოცუმენტს და მოიცავს სპეციფიური სექტორების მიზნების აღწერას, მოსალოდნელ შედეგებს და ბიუჯეტს.
  • სამოქმედო პროგრამა – მტკიცდება ერთ ან ორ წელიწადში ერთხრლ, და მოიცავს დასაფინანსებელი საქმიანობების/პროგრამების სიას.

თანდართული მასალა

1. ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტი 2007-2013
2. ეროვნული ინდიკატორული გეგმა 2007-2010
3.ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეშ (სამოქმედო გეგმა)
4. KIC ENPI პროექტის პრეზენტაცია – თანასწორი პარტნიორობისათვის
5. მონაწილეთა სია და კითხვარი

ყველა მასალა გავრცელებულია წინასწარ შეხვედრის ორგანიზატორების მიერ და ხელმისაწვდომია ფოლდერში

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

1-3 პუნქტი არის საბაზისო მასალები და იქნება გაანალიზებული დეტალურად, 4-5 პუნქტები არის უფრო ინფორმატიული ხასიათის.

გთხოვთ გაანალიზოთ ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტი 2007-2013 და ეროვნული ინდიკატორული გეგმა 2007-2010:

• რა არის ევროკავშირი.ევროკომისიის დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში?
• რა არის საქართველოს დრის წესრიგი ?
• რა არის ევროკავშირის საპასუხო სტრატეგია
• შეესაბამება თუ არა ევროკომისიის საპასუხო სტრატეგია საქართველოს მოთხოვნებს?
• რამდენად რელევანტურია პრიორტეტებტან მიმართებაში ევროკომისიის დახმარება?
• თუ არა მაშინ რა შეიძლება იყოს ეს პრიორიტეტები?
• როგორ ზემოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკა სიტუაციას და განვითარების პროცესს საქართველოში? რა პოლიტიკური ცვლილებები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ამოქმედების მერე?


გთხოვთ გაანალიზოთ, როგორც ევროკომიის, ასევე საქართველოს მთავრობის აღებული ვალდებულებები მიერ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში:

• როგორ ასრულებს ევროკომისა/საქართველოს მთავრობა აღებულ ვალდებულებებს მიერ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში
• როგორია ევროკავშირის/ევროკომისიის დახმარება მთავრობის ვალდებულებების შესასრულებლად?
• რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ამ მიმართებით?

რას ნიშნავს ეროვნულ შეხვედრაში მონაწილეობა და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები

წინასწარი მომზადება და გარკვევა ზემოთაღნიშნულ საკითხებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა წარმატების წინაპირობაა. ეს მოუცავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას რათა მოხდეს ზეგავლენა პროცესზე და ევროკომისიის დახმარება გადამისამართდეს იმ სექტორებსა და პრიორიტეტებზე, რომელსაც პრიორიტეტულად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი.

შემდეგი ნაბიჯები

• შემუშავდეს ეროვნულ მოქმედებათა გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გაუმჯობესდეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, განსაკუთრებით მისი გადასინჯვის პროცესში
• არასამთავრობო ორგანზაციების მოტივირება ამ საკითხზე მუშაობისთვის
• დამატებით, საერთო რეგიონალირი დღის წესრიგი (საქართველო, მოლდოვეთი, უკრაინა) და ზოგადი დღის წესრიგი, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტში იქნება შემუშავებული და შემდგომში განხორციელებული ევროპელი (Eurostep, Aprodev, Womnet, და სხვ) და რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

რა განსხვავებაა

 

 

 

 

რა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP)

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის თანამშრომლობის ინსტრუმენტი (ENPI

მთავარი მიზანი

რეფორმების განხორციელება და ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან

დაეხმაროს ქვეყანას მისი რეფორმების განხორცილებაში და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში (ევროკომისიის დახმარება)

პასუხისმგებლობა

მთავრობა და სამინისტროები (ევროკომისიის დელეგაცია ინფორმრებულია), ევროკომისია (RELEX)

ევროკომისა: ბრუსელში (RELEX და AIDCO) და დელეგაცია (მთავრობას არის ინფორმირებული)

მთავარი დოკუმენტები

სამოქმედო გეგმა

ჩარჩო-ხელშეკრულევა

 

ქვეყნის/რეგიონალური სტრატეგიის დოკუმენტი

ეროვნული ინდიკატური გეგმა

წლიური სამოქმედო პროგრამა

ტენდერები/გამოცხადებული წინადადებების მიღება

სამოქალაქო საზოგადოების პოტენციური როლი

სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრა, როგორ უნდა შესრულდეს, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი..

სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი

ჩართვა სამთავრობო ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავებაში

 

”შუალედური გადასინჯვა” – ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტსა და ინდიკატორულ გეგმაში არსებული პრიორიტეტების კომენტირება, როგორ უნდა იქნას შესრულებული, რომელია უფრო რელევანტურია ქვეყნისთვის (რა აკლია) 2008-2009

ყოველწლიური სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის განხილვა სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

ENPI –შუალედური გადასინჯვის პროცესში მონაწილეობა 2010

ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტის და რეგიონალური სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი,