2012 წლის 30-31 მარტს, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ჩაატარა ტრენინგი „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი“. ტრენინგს ოცამდე რეგიონალური და თბილისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. განხილული თემები მოიცავდა: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და მისი თანამდევი ფინანსური ინსტრუმენტი; როგორ ხდება პროგრამირება და რა მიდგომებით ხორციელდება ევროკავშირის დახმარება ბენეფიციარი ქვეყნებისთვის; სად და როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ჩაერთოს პროცესში; როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობა გავხადოთ ანგარიშვალდებული სექტორალური პოლიტიკის პროგრამების განხორციელებისას.
იხილეთ შეხვედრის მასალები
რატომ არის საჭირო საზოგადოების მონაწილეობა ევროკავშირის დაგეგმვის/პროგრამირების ციკლში.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის
ევროპის სამეზობლო და პარტნიორობისა ინსტრუმენტი (ENPI)
ევროკავშირის დაგეგმვის/პროგრამირების მეთოდოლოგია
ინდიკატორული გეგმის შუალედური გადახედვის შედეგები საქართველოში
ახალი პასუხი შეცვლილი სამეზობლოსთვის
ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი