Tusheti 01 413

2018 წლის 25 აპრილს  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მწვანე ალტერნატივა ითხოვს:

- პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობასთან და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან; გაუკეთდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება „სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტს“ და მისი განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების ფართო მონაწილეობა ორჰუსის კონვენციის შესაბამისად.

- გზის თითოეულ მონაკვეთზე მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები და მათზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად. 

- საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი ოთხი გზშ ანგარიშის საგანგაშო ხარისხისა და სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩატარდეს სპეციალური გამოძიება, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საბიუჯეტო სახსრების (დაახლოებით 5 მილიონი ლარი) არამიზნობრივ ხარჯვას.

მწვანე ალტერნატივას კომენტარები და შენიშვნები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ „(შ-147) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის გაგრძელების, ჯუთა-როშკას სიგრძით კმ 3+900 მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე