question

მწვანე ალტერნატივას კითხვები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“.

როგორც ცნობილია, აქამდე გამოქვეყნებული იყო ამ კანონპროექტის ორი ვერსია რომელიც გამოქვეყნდა  – 2015 და 2018 წელს. ორივესთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივამ მოამზადა და სამინისტროს წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები. ნაწილი მათგანისა ასახულია 2019 წელს გამოქვეყნებულ კანოპროექტში.

ამჯერად, მწვანე ალტერნატივამ მომზადა კითხვები საჯარო განხილვისათვის წარმოდგენილ კანონპროექტზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში შეტანამდე, პასუხები ასახული იქნება საბოლოო კანონპროექტში.