imokmede

სახელმძღვანელო გარემოზე ზემოქმედების მქონე პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეთა ჩართვის შესაძლებლობების შესახებ. მისი მომზადების მიზანია, დავეხმაროთ მოქალაქეებს საზოგადოების მონაწილეობის ახალი პროცედურების გაგებაში და მათ გამოყენებაში.   

სახელმძღვანელოს პირველ თავში ზოგადად მიმოხილულია, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენის მქონე საქმიანობების შესახებ და რა ხდება გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ. მეორე, მესამე და მეოთხე თავებში დეტალურადაა ახსნილი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცედურის სამი ეტაპი: სკრინინგის გადაწყვეტილების მიღება, სკოპინგის დასკვნის მიღება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება. ეს თავები მსგავსი სტრუქტურისაა და თითოეულში მოცემულია, ასევე, რჩევები მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაეხმარება მათ მონაწილეობის პროცედურების უკეთ გაგებასა და გამოყენებაში. მეხუთე თავში აღწერილია, თუ რა მოყვება გადაწყვეტილების მიღებას; მეექვსე თავში კი, მოცემულია მითითებები საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოს დასასრულს მოცემულია ინფორმაცია მოქალაქეთა დახმარების შესაძლებლობების შესახებ.